"ოცნების" პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო — რა შემთხვევაში ეკისრება გრანტის მიმღებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?
ოცნების პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს.
კანონპროექტის განხილვისას ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ "თუ კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობისას, პირები მიიღებენ გრანტს და არ ექნებათ დახარჯული, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიმართონ საქართველოს მთავრობას", წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება.
გორდულაძის განმარტებით, თუ კანონის ამოქმედების შემდეგ გაცემული გრანტის მოხმარება გაგრძელდება და ამისთვის მთავრობისგან ნებართვა არ აქვთ აღებული, "ჩაითვლება, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე აქვთ მიღებული და ხარჯავენ ამ მიღებულ გრანტს".
"თუ კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობისას, პირები მიიღებენ გრანტს და არ ექნებათ დახარჯული, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიმართონ საქართველოს მთავრობას და თუ ვერ მიიღებენ შესაბამის თანხმობას, შეწყვიტონ გრანტის დახარჯვა წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარებული იქნება ის ღონისძიებები, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული.
... გათვალისწინებულია გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი ცვლილების ამოქმედებამდე, აქვს მიღებული გრანტი, ჯერ არ დაუხარჯავს და ვალდებულებას, რომ შეათანხმოს მთავრობასთან არ შეასრულებს.
შესაბამისად, ის მოცემულობა, რომელიც გრანტების შესახებ კანონში გაზაფხულის სესიის მიმდინარეობისას უკვე დადგა, რომ მესამე მოსმენით განხილვის დროს, ზუსტად იმავე დღეს გაიცა გრანტები, ერთ-ერთი საელჩოს გავლით, თუ სწორად მახსოვს, იმიტომ რომ რეგულაციები მასზე არ გავრცელებულიყო და ეს იყო, პირდაპირ დეკლარირებული განაცხადი კანონმდებლობის უგულებელყოფისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის კიდევ ერთი მაგალითი.
იგივე, რომ არ განმეორდეს, თუ კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობისას, პირები მიიღებენ გრანტს და არ ექნებათ დახარჯული, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიმართონ საქართველოს მთავრობას და თუ ვერ მიიღებენ შესაბამის თანხმობას, შეწყვიტონ გრანტის დახარჯვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარებული იქნება ის ღონისძიებები, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული.
მარტივად — არის თანხმობა? დაიხარჯება გრანტი, არ არის თანხმობა? ვერ დაიხარჯება გრანტი," — განაცხადა ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავენ.
"ტყუილი სად იწყება იცით? რომ ჩვენ პოლიტიკურ აქტივობას ვინმეს ვუკრძალავთ. აბსოლუტური ტყუილია. და თუ ამ ტყუილზე მომთხოვთ, რომ კონსტიტუციაში ნორმა მიგითითოთ, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური აქტივობა ეკრძალებათ, იქნება ნონსენსი და ამ ნონსენში შესვლას არ ვაპირებ.
არავითარი აკრძალვა არ წესდება პოლიტიკურ საქმიანობაზე. 30 წელია საქართველოში რომ კანონი მოქმედებს, რომ არ შეიძლება პოლიტიკური პარტიის დაფინანსება უცხოეთიდან, ამ ნორმას და შეხედულებას ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით? თუ იტყვით, რომ არა, მაშინ მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ მიდიხართ... თუ ვთანხმდებით, რომ პოლიტიკაში არავითარი ადგილი არ აქვს უცხოურ თანხას, პარტიასაც უნდა ჰქონდეს აკრძალული და შეზღუდვაც უნდა არსებობდეს ნებისმიერი სხვა პირისთვის", განაცხადა არჩილ გორდულაძემ
"გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილებების" განხილვისას ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა საკითხი დასვა იმის შესახებ — რამე ტიპის სანქციებზე ხომ არ დაუწესდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებსა თუ აქტივისტებს, რომლებიც არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციის მუშაობას, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალისგან იმართება და სხვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ?
მაჭავარიანს გორდულაძემ უპასუხა, რომ თუ პარლამენტი თანახმა იქნება, შესაძლოა, კანონით განისაზღვროს, რომ სისხლის სამართლის წესითაც დაისაჯოს პირი, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ.
"მიმაჩნია, რომ სწორია, მართებულია, როდესაც პირები საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ ლეგიტიმაცია კონსტიტუციური ორგანოებისა, მოუწოდებენ სხვებს, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, ამავდროულად აცხადებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ კამპანიაში, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული და არა რომელიმე სხვა ქვეყნისგან თუ ძალისგან მართული… ამ შემთხვევაში რომ პასუხისმგებლობა იყოს დაწესებული და მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ლეგიტიმურ მიზანს, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს, პირდაპირ შეესაბამება და შესაძლებელია წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს", — განაცხადა გორდულაძემ (კომენტარს "პუბლიკა" ავრცელებს).
შეგახსენებთ, "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
- ბიზნესსუბიექტებს, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას, ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედებისას — სისხლის სამართლის
- "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
- პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები