აშშ-ის სახდეპი და აშშ-ს საელჩო ირანში თავის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის საელჩო ირანში მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი და შეიმუშავონ ქვეყნიდან გასვლის ისეთი გეგმა, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე არ იქნება დამოკიდებული. მსგავს მოწოდებას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო X-ზე.
მათი განმარტებით, თუ ეს უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა განიხილონ ირანის დატოვება სახმელეთო გზით — სომხეთის ან თურქეთის მიმართულებით. მათივე თქმით, აშშ–ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა ირანი ირანული პასპორტით უნდა დატოვონ, ვინაიდან ირანი ორმაგ მოქალაქეობას არ აღიარებს და შეერთებულ შტატებთან კავშირის დემონსტრირება შესაძლოა საკმარისი საფუძველი გახდეს პირის დასაკავებლად.
"ირანის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მძაფრდება. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, გზები იკეტება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეფერხდება და ინტერნეტი იბლოკება. ავიაკომპანიები კვლავ ზღუდავენ ან აუქმებენ ირანიდან და ირანის მიმართულებით ფრენებს; რამდენიმე მათგანმა მომსახურება პარასკევამდე, 16 იანვრამდე, შეაჩერა.
აშშ-ის მოქალაქეები ინტერნეტის გათიშვის გაგრძელებას უნდა ელოდონ, წინასწარ დაგეგმონ კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები და, თუ ეს უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, განიხილონ ირანის დატოვება სახმელეთო გზით — სომხეთის ან თურქეთის მიმართულებით.
აშშ–ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა ირანი უნდა დატოვონ ირანული პასპორტით. ირანის ხელისუფლება არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას და აშშ–ირანის ორმაგ მოქალაქეებს მხოლოდ ირანის მოქალაქეებად განიხილავს. აშშ-ის მოქალაქეები ირანში მაღალი რისკის ქვეშ არიან დაკითხვის, დაკავებისა და დაპატიმრების თვალსაზრისით. აშშ-ის პასპორტის ჩვენება ან შეერთებულ შტატებთან კავშირის დემონსტრირება შესაძლოა საკმარისი საფუძველი გახდეს ირანის ხელისუფლებისთვის პირის დასაკავებლად", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვივს, ირანში მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც ჰიპერინფლაციისა და ფასების მკვეთრი რყევებზე პროტესტის ნიშნად ბევრმა მაღაზიის მეპატრონემ თავისი სავაჭრო ობიექტი დახურა.
29 დეკემბერს ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი, ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა (ერთი რიალი დაახლოებით 0.00002 ევროს ტოლი იყო). მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ირანში სურსათის ინფლაციამ 64.2%-ს მიაღწია — ეს მაჩვენებელი ქვეყნის ანტიინფლაციური რეიტინგით მხოლოდ სამხრეთ სუდანს უსწრებს.
- ინტერნეტის გათიშვა და სულ მცირე 45 დაღუპული — ბოლო ცნობები ირანიდან
- "თუ ისინი ხალხს ესვრიან, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ" — ტრამპი ირანის პროტესტზე
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე არეულობის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 10 600-ზე მეტი დააკავეს.
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები — რა განსხვავებაა CAISP—ს, OSAI—ს, COAE—სა და SC—500—ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები — რა განსხვავებაა CAISP—ს, OSAI—ს, COAE—სა და SC—500—ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
კომენტარები