ფაშინიანი სომხური ეკლესიის "რეფორმას" იწყებს და კვლავ გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს
სანამ სომხეთი დღესასწაულებს აღნიშნავდა, პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის "რეფორმირების" ხედვა წარმოადგინა და კვლავ მოითხოვა კათოლიკოს გარეგინ II-ის გადადგომა. საპასუხოდ ეკლესიამ განაცხადა, რომ რეფორმები არ შეიძლება "თვითგამოცხადებულ საბჭოს" დაევალოს.
ფაშინიანმა განცხადება საკუთარ რეზიდენციაში წაიკითხა, სადაც მან 10 მაღალ იერარქიის სასულიერო პირს უმასპინძლა, რომლებმაც კათოლიკოსის გადადგომა მოითხოვეს.
ფაშინიანის განცხადება საღამოს მის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
დოკუმენტში საუბარია სომხეთის ეკლესიაში რეფორმების დაწყებაზე, გარეგინ II-ის თანამდებობიდან ჩამოშორებასა და, აგრეთვე "საკოორდინაციო საბჭოს" შექმნაზე, რომელიც ხელმომწერებისგან შედგება. ამ საბჭოს რეფორმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო ფუნქციები ექნება.
რეფორმების აუცილებლობა, ავტორების თქმით, განპირობებულია გარეგინ II-ისა და მისი ახლო გარემოცვის "მარცხით — იცხოვრონ და იქადაგონ სახარების პრინციპების შესაბამისად, ასევე სულიერი ცხოვრების დარღვევით და მორალური გახრწნის აშკარა ფაქტების მიმართ შემწყნარებლობის გამოვლენით".
განცხადებაში ასევე დაგმობილია ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვისა და მისი სხვადასხვა დღისწესრიგისა და ინტერესების სამსახურში გამოყენების ის პრაქტიკა, რომელსაც დოკუმენტი მიუღებლად და "არაკანონიკურად" მიიჩნევს.
მთავრობასა და ეკლესიას შორის დაძაბულობამ პიკს 2025 წლის მაისის ბოლოს მიაღწია, როდესაც ფაშინიანმა კათოლიკოს გარგინ II და სხვა მაღალი იერარქიის წარმომადგენლები ცელიბატის აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, ამ სასულიერო პირებს თანამდებობის დაკავების უფლებას უზღუდავს.
თუმცა ფაშინიანის ყველაზე სერიოზულ ბრალდებად ის არის, რომ გარეგინ II და მისი ძმა — ახალი ნახჭევანისა და რუსეთის ეპარქიის არქიეპისკოპოსი ეზრასი — უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან კავშირებს ინარჩუნებენ.
იანვრისთვის სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულია ოთხი მაღალი რანგის მღვდელი.
"თვითგამოცხადებული საბჭო"
ორშაბათს შუადღით გავრცელებულ პასუხში ეკლესიამ განაცხადა, რომ ფაშინიანის ინიციატივა ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას და ზღუდავს ეკლესიის უფლებებს, რომლებიც დადგენილია როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე სომხეთის კანონმდებლობით.
"ეპისკოპოსების ჩართვა მსგავს ანტიეკლესიურ პროცესებში, ისევე როგორც სასულიერო პირებზე განხორციელებული ზეწოლა, დასაგმობია," — ნათქვამია განცხადებაში.
ეკლესიამ ასევე აღნიშნა, რომ ეს 10 სასულიერო პირი "აგრძელებს შეხვედრებისა და განხილვების თავიდან აცილებას იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ" გარეგინ II-სა და უმაღლეს სასულიერო საბჭოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეხვედრებზე მიწვევა მიიღეს.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის კანონიკური საკითხები და რეფორმა ეხება არა თვითგამოცხადებულ კრებას, არამედ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საპატრიარქოს და მის უმაღლეს მმართველ ორგანოებს", — ნათქვამია განცხადების დასკვნაში.
Facebook-პოსტში, ფაშინიანმა იმ დღეს, როდესაც სომხეთი ტრადიციულად შობას აღნიშნავს, მოსახლეობას ერევანში მსვლელობის ჩატარებისკენ მოუწოდა.
"მსვლელობა იქნება სრულიად მშვიდობიანი და ქრისტიანული სულისკვეთების ერთგული", — განაცხადა ფაშინიანმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
კომენტარები