ქალი პოლიტიკოსები: მთავრობას მოვუწოდებთ, გაავრცელონ ინფორმაცია თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით
ქალი პოლიტიკოსები ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ქართველი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის.
"ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ოკუპირებულ ცხინვალში აბსურდული ბრალით უკანონოდ დაკავებულ უფლებადამცველ თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.
თამარი წლებია იცავს ადამიანის უფლებების ოკუპირებულ ცხინვალში და ის არის ქართველი მებრძოლი ქალის სიმბოლო. მისი ჟურნალისტური საქმიანობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული შრომა არის საყოველთაოდ აღიარებული.
ჩვენ გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას შემდეგ რაც გადაწყვიტა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, რაც მშრალ შიმშილობაში გამოიხატება. ცნობილია, რომ ის უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.
ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს, ასვე იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს. თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაა ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედითს "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამისთვის. მათი უმოქმედობა მეტად თვალში საცემია, ვიდრე მუშაობა. მოვუწოდებთ გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის.
თავისუფლება თამარ მეარაყიშვილს!", — წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანი ქავთარაძე, ხატია დეკანოიძე, მედეა მეტრეველი, თინა ბოლოკაძე, ნინო გოგინაშვილი, ნინო კვიტაიშვილი, ნანა ტოხვაძე, აზა გაბუნია, ნინო დოლიძე, თამარ ყორღანაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ანა კობახიძე, მარიკა არევაძე, ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, თამი ჟორჟოლიანი, თეონა ჭალიძე.
თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის საქალაქო სასამართლომ 24 დეკემბერს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ქართველი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ვერ იღებს ახალ პასპორტს, რაც მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ფარგლებში გადაადგილებასა და დასაქმებაში ხელს უშლის. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ პოსტებს უკავშირდება.
მეარაყიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან მარგიევს, საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით და შეხვედრა ითხოვა. მან თქვა, რომ მოთხოვნა ე.წ. პარლამენტის მისაღებშიც შეიტანა, მაგრამ უშედეგოდ.
- ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებული თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
- უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
- ოკუპირებულ ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
- თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე
- DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს"
- თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
- სუს-ში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავება ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს
- ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები