ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
ცხინვალში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
"ნეტგაზეთის" ცნობით, თამარ მეარაყიშვილს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
"გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას", — წერია ცხინვალის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ შუადღისას მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებდა "ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის" წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
"დღეს კიდევ ერთხელ დავრეკე პრეზიდენტის მისაღებში და შეხვედრა ვთხოვე. ვაცნობე, რომ თუ დღეს არ დამხვდება, ხვალ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე კორუფციის წინააღმდეგ სოლო პიკეტირებას დავიწყებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სახლში უსაფრთხოების ძალების რეიდი სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება", — განუცხადა გუშინ მეარაყიშვილმა "კავკაზსკი უზელს".
მეარაყიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან მარგიევს, საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით და შეხვედრა ითხოვა. მან თქვა, რომ მოთხოვნა ე.წ. პარლამენტის მისაღებშიც შეიტანა, მაგრამ უშედეგოდ.
როგორც "კავკაზსკი უზელი" იტყობინება, ქართველი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ვერ იღებს ახალ პასპორტს, რაც მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ფარგლებში გადაადგილებასა და დასაქმებაში ხელს უშლის. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ პოსტებს უკავშირდება.
2024 წლის თებერვალში ჟურნალისტმა და აქტივისტმა თამარა მეარაყიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ის ლენინგორის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე დავით გურციევის დანიშვნას აპროტესტებდა, რომელმაც მის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სისხლის სამართლის საქმედ აღძრა.
- საოკუპაციო რეჟიმის მიერ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე დაიხურა
- მეარაყიშვილს სურს თქვენთან შეხვედრა, იქნებ ვინმე თქვენგან დაუკავშირდეს — კორძაია პრემიერს
- თამარ მეარაყიშვილი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს
- ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო
- 22 დღე შუქის გარეშე — საოკუპაციო რეჟიმი მეარაყიშვილის დევნას აგრძელებს
- სუს-ის განცხადებით, IPRM-ის შეხვედრაზე მეარაყიშვილზე დევნის შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოითხოვეს
- ერგნეთში შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს განიხილავენ
- ეს ხომ არ არის თავისუფლება — მეარაყიშვილი ოკუპაციის პირისპირ
- ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის მადლიერების ტაში ექიმებს
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები