2025 წლის 25 რჩეული ფილმი
ყოველ წელს The New York Times-ის კინოკრიტიკოსები წლის ტოპ 10 ფილმის სიას აქვეყნებენ. თუმცა ნიუსრუმში კინოს უამრავი სპეციალისტი გვყავს და, დიდი ეკრანისთვის მართლაც გამორჩეულ წელს, გვინდოდა გაგვეგო, რომელი ფილმები დაამახსოვრდათ მათ ყველაზე მეტად. ამიტომ გამოვკითხეთ 16 თანამშრომელი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი კინოგაშუქების ფორმირებაში. აი 2025 წლის 25 ყველაზე გამორჩეული ფილმი:
1. 28 Years Later
დენი ბოილმა ამ ისტორიით გააცოცხლა ფილმში "28 დღის შემდეგ" (2002) ნაჩვენები, ზომბებით სავსე ბრიტანეთი. ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს დედის გადარჩენას. ეკრანზე უხვად გვხვდებიან ახლა უკვე "განვითარებული" მონსტრები, მაგრამ სიკვდილისადმი დამოკიდებულება: სიფრთხილე და პატივისცემა, სწორედ ის არის, რაც ამ ფილმს სხვებისგან გამოარჩევს.
ფოტო: 28 Years Later
2. Black Bag
სტივენ სოდერბერგი სექსუალური, ცბიერი ჯაშუშობის სასიკვდილო დოზას გვთავაზობს ამ თრილერში, სადაც მთავარ როლებს ქეით ბლანშეტი და მაიკლ ფასბენდერი ასრულებენ. ისინი დაქორწინებულ ჯაშუშები თამაშობენ, რომლებიც იმდენად ელეგანტურები და დახვეწილები არიან, რომ შეუძლებელია მათი ხრიკების ტყვეობაში არ ჩავარდე.
ფოტო: Black Bag
3. Blue Moon
ეთან ჰოუკი შთამბეჭდავია ბროდვეის ტექსტების ავტორის, ლორენც ჰარტის როლში — კაცი, რომელიც ალკოჰოლში ახშობს საკუთარ ტკივილს, რადგან ვერ ეგუება ვერც ახალ ბროდვეის და ვერც საკუთარ ძველ თავს.
ფოტო: Blue Moon
4. Bugonia
ზოგი შეიძლება ტედის (ჯესი პლემონსი) კონსპიროლოგს ეძახდეს, მაგრამ მას ჩატარებული აქვს თავისი კვლევა და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (ემა სტოუნი) უცხოპლანეტელია. თუმცა, ეს იორგოს ლანთიმოსის ფილმია — ასე რომ, მოემზადეთ.
ფოტო: Bugonia
5. Come See Me in the Good Light
პოეტ ანდრეა გიბსონის კიბოსთან ბრძოლის შესახებ ეს დოკუმენტური ფილმი ისეთივე მწვავეა, როგორც ღრმა. და ის საშუალებას აძლევს გიბსონს, რომელიც ივლისში გარდაიცვალა, სასწრაფოდ შეგვახსენოს: სიხარულის პოვნის დრო ახლაა.
ფოტო: Come See Me in the Good Light
6. Eddington
შიშის ჟანრის ოსტატმა არი ასტერმა ამჯერად პანდემიის ეპოქის ფარსი შემოგვთავაზა, კონსერვატორი შერიფისა და ლიბერალი მერის დაპირისპირების შესახებ, რომელიც შოკისმომგვრელ ფინალამდე მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთლად ჰორორი არ არის, ტოქსიკური მასკულინობისა და პოლიტიკური რადიკალიზაციის დანახვა მაინც ძალზე შემზარავია.
ფოტო: Eddington
7. Frankenstein
გილერმო დელ ტორომ ამ საგით ბოლოს და ბოლოს მიაღწია თავის დიდ მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ მერი შელის რომანისგან ხშირად გადაუხვია, მან მაინც სრულად დაიჭირა გოთიკური დიდებულებისა და ტკივილის გული და ამავდროულად იმედის ნაპერწკლებიც შემოგვთავაზა, რომლებიც ზედმეტად ტკბილიც არ ჩანს.
ფოტო: Frankenstein
8. Friendship
ეს კომედია, დაარქვით “ქრინჯი” თუ “შავი”, ორივე მოუხდება, ტიმ რობინსონის მონაწილეობით, რომელიც შემაწუხებელი კაცის ასრულებს. მისი მეზობლის (პოლ რუდი) მიმართ აკვიატება საზღვარს სცდება. ფილმი იმდენად სიურეალისტურია, რომ დაგაბნევთ, და იმდენად რეალისტური, რომ შეგაშფოთებთ.
ფოტო: Friendship
9. Hamnet
ეს ღრმად ამაღელვებელი მედიტაცია ხელოვნებაზე, ცხოვრებასა და განსაკუთრებით სიკვდილზე, შესაძლოა შექსპირის იმ შვილის სახელს ატარებს, რომელიც მხოლოდ 11 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა ფილმიდან სწორედ მისი მეუღლე, აგნესი (ჯესი ბაკლის შესრულებით) გვტოვებს განადგურებულებს.
ფოტო: Hamnet
10. Hedda
იბსენის კლასიკური პიესა "ჰედა გაბლერი" რეჟისორ ნია დაკოსტას ახალ ვერსიაში საოცრად თანამედროვედ და ცოცხლად ჟღერს. ამბავი ჩაკეტილ ცოლზე, მის ქმარსა და საყვარელზე გადატანილია უფრო მრავალფეროვან, 1950-იანი წლების ბრიტანეთში. ფილმის მფეთქავი გული ტესა ტომპსონის მკვეთრი და ბასრი შესრულებაა.
ფოტო: Hedda
11. If I Had Legs I’d Kick You
მერი ბრონსტეინის დრამა დედაზე, რომელიც ძლივს უმკლავდება შვილის იდუმალ ავადმყოფობას, მაყურებელში ურთიერთგამომრიცხავ რეაქციებს იწვევს. თუმცა ერთ საკითხში ყველა თანხმდება, როუზ ბაირნის ბრწყინვალე შესრულება გადაღლილი დედის როლში გამორჩეულია.
ფოტო: If I Had Legs I’d Kick You
12. It Was Just an Accident
ირანის რეჟიმის ყოფილი პატიმრები ქუჩაში შენიშნავენ კაცს, რომელზეც ფიქრობენ, რომ ის ზედამხედველია, ვინც მათ აწამებდა. საკვანძო სიტყვაა "ფიქრობენ".
ფოტო: It Was Just An Accident
13. K-Pop Demon Hunters
ეს მომხიბვლელი ანიმაციური მიუზიკლი K-pop გოგონათა ჯგუფზე, რომლებიც დემონებს ებრძვიან და სამყაროს იხსნიან, არა მხოლოდ ბოროტებას ამარცხებს, არამედ პოპკულტურის სამყაროსაც იპყრობს. ფილმმა თაობებს შორის გადამდები ისეთი ფანდომი შექმნა, რომელსაც სიამოვნებით დავუჭერთ მხარს.
ფოტო: K-Pop Demon Hunters
14. Lurker
ფანდომი, რომელსაც მხარს ვერ დავუჭერთ, სწორედ ამას იკვლევს ეს "არც მთლად თრილერი". მზარდი პოპულარობის მქონე პოპვარსკვლავი (არჩი მადეკვე) თავის გარემოცვაში იმატებს თითქოს შემთხვევით კაცს (თეოდორ პელერენი).
ფოტო: Lurker
15. Marty Supreme
ერთი შეხედვით სატირას ჰგავს — სპორტული დრამა მაგიდის ჩოგბურთზე? თუმცა, რეჟისორი ჯოშ საფდი “Uncut Gems”-ის (რომელიც თავის ძმასთან, ბენისთან ერთად გადაიღო) მძაფრ ენერგიას იყენებს, რათა ტიმოთი შალამეს თავის გამოსაჩენად საუკეთესო ასპარეზი შესთავაზოს.
ფოტო: Marty Supreme
16. One Battle After Another
პოლ თომას ანდერსონის პოლიტიკურად დამუხტული ამერიკული ეპოსი, სადაც ლეონარდო დიკაპრიო განადგურებულ რევოლუციონერს ასრულებს, კაცს, რომელიც კვლავ ბრძოლაში ეშვება, ამჯერად თავისი ქალიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ფილმი ნერვების მომშლელ მოქმედებას შავ იუმორთან აბალანსებს და უკვე შედევრად არის შერაცხული.
ფოტო: One Battle After Another
17. The Perfect Neighbor
თითქმის მთლიანად პოლიციის სამხრე კამერების, სახლის უსაფრთხოების კამერების, დაკითხვის ოთახებისა და საინფორმაციო სიუჟეტების მასალაზე აგებული ეს დოკუმენტური ფილმი ფლორიდაში 2023 წელს მეზობლის მიერ მოკლული ქალის საქმეს ეხება და "true crime" ჟანრის ევოლუციის ნათელ მაგალითად იქცა.
ფოტო: The Perfect Neighbor
18. Roofman
გახსოვთ, რას ნიშნავდა კინოვარსკვლავი? ჩანინგ ტეიტუმი ამას ნამდვილად გვახსენებს და სულსა და ხიბლს სძენს კარიერულ კრიმინალზე ამ ისტორიას, რომელიც ციხიდან გაქცევის შემდეგ Toys 'R' Us-ში იწყებს ცხოვრებას.
ფოტო: Roofman
19. The Secret Agent
1970-იან წლებში, მზით გაჟღენთილ ბრაზილიის ქალაქ რესიფეში, ქვრივი პროფესორი დიქტატურის ძალოვანებს ემალება. მოდით ვაგნერ მოურას ბრწყინვალე შესრულებისთვის და დარჩით უდო კირის დაუვიწყარი სცენისთვის, ჰოლოკოსტის გადარჩენილის როლში.
ფოტო: Secret Agent
20. Sentimental Value
დედის გარდაცვალების შემდეგ, თეატრის ცნობილი მსახიობი (რენატე რეინსვე) და მისი და იძულებულნი არიან, გაუმკლავდნენ კიდევ უფრო ცნობილ მამას, რეჟისორს (სტელან სკარსგარდი), რომელთანაც წლებია გაწყვეტილი აქვთ ურთიერთობა. იოახიმ ტრიერის საოცრად ჰუმანური დრამა.
ფოტო: Sentimental Value
21. Sinners
რაიან კუგლერის ბლოკბასტერული ვამპირული ექსტრავაგანზა, რომელშიც მთავარ როლს მაიკლ ბ. ჯორდანი ასრულებს ტყუპების როლში, რომლებიც ჯიმ კროუს ეპოქის მისისიპიში ბარს ხსნიან. ფილმი ტრიუმფალურია, როგორც წარსულის კავშირებისა და მუსიკის მისტიკური, უკვდავი ბუნების შესახებ მედიტაცია.
ფოტო: Sinners
22. Sirāt
მამა, რომელიც მაროკოში თავის დაკარგულ ქალიშვილს ეძებს, იგებს, რომ შესაძლოა, ის საჰარის გადაღმა, სხვა კონცერტზე იმყოფებოდეს. ეს ყველაფერია, რაც უნდა იცოდეთ ოლივერ ლაქსეს ამ დრამის ნახვის წინ, რომელიც დღემდე გვაოცებს.
ფოტო: Sirāt
23. Sorry, Baby
ეს არ არის ისეთი დამოუკიდებელი ფილმი, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთი პრობლემების ვერბალიზაცია. თუმცა, მათი დასახელება და მათთან შეგუება ამ ულამაზეს დრამაში საკმაოდ განსხვავებუულია სცენარისტის, რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებელი ევა ვიქტორისგან.
ფოტო: Sorry, Baby
24. Train Dreams
დენის ჯონსონის ბევრისთვის საყვარელი რომანის ამ ადაპტაციაში ერთი ჩვეულებრივი ცხოვრების რკალი ეპიკური იერსახით გამოირჩევა, რადგან ჩვენ ვაკვირდებით ჯოელ ედგერტონის მუშას მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კოსმოსურ ხანამდე.
ფოტო: Train Dreams
25. Weapons
ამ ჰორორ-ჰიტში, რომელიც ბნელ მაგიას ეხება, რეჟისორმა ზაკ კრეგერმა მორევივით დაატრიალა მოულოდნელი სვლები, ტყის დამტვრეული ტოტები და დამსხვრეული სახეები და ამავდროულად შექმნა წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპკულტურული ხატი: პომადით მოთხვრილი, წითელპარიკიანი ბოროტმოქმედი.
ფოტო: Weapons
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
-
რომელი ფილმი მიიღებს წელს ოსკარს — ჩვენი მკითხველის პროგნოზი რომელი ფილმი მიიღებს წელს ოსკარს — ჩვენი მკითხველის პროგნოზი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი" ირაკლი კობახიძე: "ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი"
გადახედვა
-
საია: "დროებით გადავდივართ კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული მიმართულებით განვაგრძობთ" საია: "დროებით გადავდივართ კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული მიმართულებით განვაგრძობთ"
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას
-
რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა
გადახედვა
-
ქეითი პერი ქეთი პერის წინააღმდეგ — დიზაინერმა მომღერალს სასამართლო დავა მოუგო ქეითი პერი ქეთი პერის წინააღმდეგ — დიზაინერმა მომღერალს სასამართლო დავა მოუგო
გადახედვა
-
Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა
გადახედვა
-
განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
-
ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ" ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ"
გადახედვა
-
დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ? რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?
-
ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
გადახედვა
-
პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით
-
საფრანგეთი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება საფრანგეთი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში? რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში?
გადახედვა
-
კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს "სრულ ბოდვას" უწოდებს კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს "სრულ ბოდვას" უწოდებს
გადახედვა
-
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა
გადახედვა
-
ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე
გადახედვა
-
მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება
გადახედვა
კომენტარები