"ოცნების" პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო
ფოტო: Human Rights Watch
10 დეკემბერს, ოცნების ხელისუფლების პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები III მოსმენით საბოლოოდ მიიღო. პარლამენტი კანონპროექტში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებებს 79 მომხრე და 9 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ცვლილებების მიხედვით შეზღუდვა წესდება ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრებაზე და დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როცა აქცია ტროტუარზე იმართება.
წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამას გარდა, პოლიციას ენიჭება უფლება, თავად განსაზღვროს, არის თუ არა აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი გზის ან ტროტუარის დასაკავებლად.
კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ უქმდება სახდელით სახით აღმკვეთი ღონისძიება და კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს პატიმრობა ემუქრება.
მას შემდეგ, რაც შეკრების ორგანიზატორი/დემონსტრანტი შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 დღის ვადაში "გააფრთხილებს" შეკრების შესახებ, უწყება უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილი და სვლა-გეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხის შესახებ წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია. კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ უწყების გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ დემონსტრანტს მაინც არ ეძლევა საშუალება უარის შემთხვევაში შეიკრიბოს სასურველ ადგილას.
სპონტანური შეკრების დროს დემონსტრანტებს და შეკრების ორგანიზატორებს 15 წუთი ეძლევათ, რომ შსს-ს გაფრთხილების შემდეგ ზომები მიიღონ და გაათავისუფლონ საგზაო თუ საფეხმავლო ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს გამოიყენებენ.
"თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში სხვათა უფლებებს არ არღვევდა, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პირებს გააფრთხილებს და ეტყვის, რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან.
ამავდროულად, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას მასობრივად გადაკეტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს — 15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ კანონდარღვევა აღკვეთონ, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლდება, მთლიანად აქცია კანონგარეშედ ჩაითვლება. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა — ერთ წლამდე ვადით. ის პირები, რომლებიც არამასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, რომლებიც არ ბლოკავენ ტრანსპორტის სავალ გზას ან არ აფერხებენ ხალხის გადაადგილებას ან არ ლახავენ სხვათა უფლებებს, რა თქმა უნდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეძლებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ," — განაცხადა ოცნების პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პლენარულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს ქართული ოცნების პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც აკრძალული გახდა აქციისთვის გზის გადაკეტვა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს შეუშლის და აღმკვეთი ღონისძიების სახით 15-დღიანი პატიმრობა დაწესდა. თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგბელობა დაეკისრება. სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
კომენტარები