კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება
თბილისის მერი კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით, 24 ნოემბერს, ლონდონის დაგეგმილ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება".
"რა თქმა უნდა, შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანი ქვეყნის ინტერესების დათმობა იყო, მაგრამ მან პრინციპული პოზიცია დაიკავა, რადგან საქმე ქვეყანას და მის მომავალს ეხებოდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც, პირველ რიგში, საქართველოსა და ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული.
დღეს, ყველა კარგად ხედავს, რომ ადგილი აქვს შანტაჟს და ეჭვიც არავის უჩნდება. ყველა სასამართლო დავა, რაც ბატონ ბიძინას სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდა, მოიგო, მაგრამ თანხა არ დაუბრუნეს. დიდი ალბათობით, აღნიშნულ სასამართლო პროცესზე იგივე დამოკიდებულება ექნებათ — ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებენ. ვიცით რა პროცესები მიდის — არსებობენ არაფორმალური მმართველები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს", — აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილის შესახებაც, სადაც საუბარია ამერიკულ სანქციებზე.
"რაც გინდათ ის დაარქვით — გინდ სანქციების მუშაობა, გინდ არმუშაობა. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი დგას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩვენც დაგვიწესა სანქციები და არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა. როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად შევძლო, ჩემი ქვეყნის ინტერესები უნდა დავთმო, მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკას, სახელმწიფოებრიობას და ა.შ. ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ისეთი უსამართლობები ხდება, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები