გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

20 Nov. 2025, 17:32

"ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება, გულშემატკივრის გულს ყოველთვის ვერ ახარებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ მათ წინააღმდეგ ბულინგი უნდა დაიწყოს. ეროვნული ნაკრები იმის ეროვნული ნაკრებია, რომ ჩვენ ჩვენი ნაკრებით ვამაყობდეთ. მოვუწოდებ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ამ ბიჭებს შევეშვათ და მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წაგების თუ მოგების შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ ეროვნულ ნაკრებს. ყველაფრის პოლიტიზება და, მით უფრო, ფეხბურთის, დაუშვებელია. გვესმის ისიც, რომ ამ საკითხის პოლიტიზებას ვინც ახდენს, ერთი მხარის წვლილი, შეიძლება, გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე მეორე მხარის, მაგრამ ამის გარჩევასაც არ დავიწყებ. ყველაფრის მიუხედავად, ყველას მოვუწოდებთ, ეროვნულ ნაკრებს მხარი დავუჭიროთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 სექტემბერს ვაშინგტონში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს…