როცა ტექნოლოგიური ცოდნა და მომხმარებელზე ზრუნვა თანხვედრაში — ნათია ჟიჟილაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას და ქმნის გარემოს, რომელშიც ცოდნისა და ახალი უნარების შეძენა უწყვეტი პროცესია. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი ნათია ჟიჟილაშვილის ისტორიაა, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდს 2016 წელს შეუერთა. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შემდეგ, დღეს ნათია Expert IT სერვისის გამოცდილების მენეჯერის პოზიციას იკავებს.
პროფესიული გზა IT სფეროში
IT სფეროში ჩემი პროფესიული გზა ტექნოლოგიებისადმი დიდი ინტერესით დაიწყო. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ სერვისის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ტექნოლოგია. სწორედ ამიტომ, ჩემი კარიერა ბუნებრივად განვითარდა სერვისის გამოცდილების მიმართულებით — იქ, სადაც ტექნოლოგიური ცოდნა და მომხმარებელზე ზრუნვა ერთმანეთს ხვდება.
საქართველოს ბანკში 2016 წლიდან ვმუშაობ და ამ პერიოდის განმავლობაში შემეძლო საკუთარი თავი რამდენიმე განსხვავებულ ამპლუა გამომეცადა. თითოეული პოზიცია ახალ ცოდნასა და შესაძლებლობას მაძლევდა, რამაც საბოლოოდ ჩემი საქმიანობა IT სერვისის გამოცდილების მიმართულებით წარმართა. მთავარი მოტივაცია მუდმივი განვითარება იყო და მსურდა ისეთი გარემოში ყოფნა, რომელშიც ინოვაცია და ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ არის IT სერვისის გამოცდილება მნიშვნელოვანი ბანკისთვის
სერვისის გამოცდილება IT-ში ნიშნავს არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების გამართულობას, არამედ მომხმარებლისთვის შეუფერხებელი, სტაბილური და კომფორტული ციფრული გამოცდილების უზრუნველყოფას. ბანკისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი ტექნიკური პრობლემა პირდაპირ აისახება მომხმარებელზე. ჩვენი მიზანი კი ასეთი სიტუაციების მინიმუმამდე დაყვანა და სერვისის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა.
ჩემი გუნდი პასუხისმგებელია გლობალური IT პრობლემების მართვაზე, რაც მოიცავს ხარვეზების ანალიზს, კოორდინაციასა და ძირეული მიზეზების აღრიცხვას.
IT-ში შემოსული ქეისების რეპორტინგზე დაყრდნობით, ვმუშაობთ სერვისებისა და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაზე: ვაანალიზებთ საკითხებს და შემდეგ ვცდილობთ, მოვიძიოთ მათი გაუმჯობესების გზები. ოპერაციების/სერვისების მონიტორინგისთვის ვიყენებთ სამონიტორინგო ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ვხედავთ პროცესების მიმდინარეობას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, დროულად შევძლოთ პრობლემების იდენტიფიცირება. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურისა და დეველოპმენტ გუნდებთან, იმისთვის, რომ პრობლემები გადაიჭრას სწრაფად და ეფექტურად. ყოველივე ამით ვქმნით სტაბილურ, გამართულ და პროგნოზირებად IT გარემოს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მომხმარებლის ნდობისა და კმაყოფილების ზრდას.
ძლიერი გუნდის როლი წარმატებაში
ვფიქრობ, ჩემი მთავარი პროფესიული უნარები პრობლემებისადმი ანალიტიკური მიდგომა და დეტალებზე ორიენტირებულობაა. ტექნიკურ სამყაროში, სადაც თითოეული დეტალი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მხოლოდ სტრუქტურირებული ხედვა იძლეცა საშუალებას, ზუსტად დაინახო პრობლემის მიზეზი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ძლიერი გუნდი იქმნება მაშინ, როცა ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, იდეებს თავისუფლად აზიარებენ და პასუხისმგებლობასაც თანაბრად ინაწილებენ. ასეთ გარემოში უფრო მარტივია რთული ამოცანების გადაჭრა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნა, რადგან ყველას ესმის, რომ საერთო წარმატება თითოეულის ძალისხმევით იქმნება.
საქართველოს ბანკი — ადგილი, სადაც მუდამ ვითარდები
საქართველოს ბანკის ორგანიზაციული კულტურა ერთგვარი პლატფორმაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მუდმივი განვითარება სურთ და სიახლეების ძიებაზე არიან ორიენტირებულები. ორგანიზაცია ქმნის გარემოს, სადაც შეგიძლია ისწავლო, გაიზიარო ცოდნა და შედეგზე რეალური გავლენა გქონდეს, რაც პროფესიული ზრდისთვის ყველაზე ძლიერი სტიმულია. ასეთი გარემო მეხმარება მუდმივად განვვითარდე პროფესიულად და მუდმივი წინსვლისთვის მოტივაციაც შევინარჩუნო.
უფრო კონკრეტულად, მოტივაციას მაძლევს რეალური შედეგების დანახვა, როდესაც IT პროცესების გაუმჯობესება პირდაპირ აისახება, როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების გამოცდილებაზე. ასევე, დიდი სტიმულია, როცა ძლიერი გუნდის წევრი ხარ. როცა იცი, რომ შენ გვერდით არიან ადამიანები, შენსავით ერთგულები საქმისადმი. სწორედ ეს ერთობლივი მიზანი და პასუხისმგებლობა მაძლევს მოტივაციას, არასდროს გავჩერდე და მუდმივად ვეძებო განვითარების ახალი შესაძლებლობები.
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
კომენტარები