ჩეჩენი ქალი, რომელმაც თავი საქართველოს შეაფარა, სავარაუდოდ, საეჭვო გარემოებებში მოკლეს
ალიია ოზდამიროვა — 33 წლის ჩეჩენი ქალი, რომელიც საქართველოდან საეჭვო გარემოებებში ჩეჩნეთში დაბრუნდა — გარდაცვლილი იპოვეს. მისი ახლობლების ნაწილი ეჭვობს, რომ საქმე "ღირსების მკვლელობის" სახელით ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ჩეჩენი ქალების კიდევ ერთი მკვლელობა, რომლებიც ოჯახურ ძალადობას ან დაშინებებს გაურბოდნენ.
ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია NC SOS Crisis Group აცხადებს, რომ ოზდამიროვა ოთხშაბათს ჩეჩნეთში დაკრძალეს, მას შემდეგ, რაც ის საქართველოდან მოტყუებით ან ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
ორგანიზაციის ცნობით, ქალს წლების განმავლობაში ჰქონდა მათთან კონტაქტი და უყვებოდა, რომ ოჯახის წევრები მის სექსუალური ორიენტაციის — სავარაუდოდ ქვიარ იდენტობის — და გარკვეული ბიზნესსაქმიანობის გამო ემუქრებოდნენ. ითქვა, რომ მისი ბიზნესპარტნიორების ნაწილს გარე ინვესტორებს ვალი ჰქონდათ და ოზდამიროვას თანხის მითვისებაში სდებდნენ ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მამას უსმან ოზდამიროვსა და მის ძმებს ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან და მის გარემოცვასთან ახლო კავშირებში ჰქონდათ.
როგორც NC SOS Crisis Group აღნიშნავს, მამის გარდაცვალების შემდეგ, 2020 წელს, ოზდამიროვას ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა, რის გამოც მან საბოლოოდ ჩეჩნეთის დატოვება გადაწყვიტა.
2025 წლის შემოდგომაზე, ის ჯერ თურქეთში წავიდა, ხოლო იქიდან საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ნოემბრამდე იმყოფებოდა.
ნოემბრის დასაწყისში მას ოჯახის მეგობარმა მისწერა, რომ მის წინააღმდეგ ტერორიზმის დაფინანსების მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მას საქართველოს დატოვებაში ხელს შეუშლიდა.
მიუხედავად იმისა, რომ NC SOS Crisis Group–მა ამ ბრალდების დასადასტურებელი ვერაფერი იპოვა, მათ მაინც ურჩიეს ქალს, ქვეყანა დაეტოვებინა.
ამ დროს ოზდამიროვას ბაქოში მცხოვრებ ბიძასთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც ენდობოდა და რომელიც დაჰპირდა, რომ დუბაის გავლით მესამე ქვეყანაში წასვლაში დაეხმარებოდა.
NC SOS Crisis Group–მა ოზდამიროვა გააფრთხილა, რომ ეს შესაძლოა მახე ყოფილიყო, თუმცა ოზდამიროვამ მისი რჩევა მაინც მიიღო. საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ, 9 ნოემბერს იგი გაურკვეველ გარემოებებში რუსეთში აღმოჩნდა.
მომდევნო დღეს გავრცელდა ხმა, რომ იგი, სავარაუდოდ ოჯახის წევრების მხრიდან, "ღირსების მკვლელობის" მსხვერპლი გახდა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება მსგავსი შემთხვევით ჩადენილი უკვე მესამე მკვლელობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
ოქტომბრის ბოლოს, ჩეჩენი ქალი აიშათ ბაიმურადოვა, რომელიც სომხეთში ძალადობრივ ქორწინებას გაექცა, ერევანში გარდაცვლილი იპოვეს — ადამიანის უფლებათა დამცველები ამას "ღირსების მკვლელობას" უკავშირებენ.
ნოემბრის დასაწყისში, საფრანგეთის ნიცაში, 39 წლის შვიდი შვილის დედა, ლაისა არსანუკაევა, მისი სამი წლის შვილის თვალწინ მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მისი მოძალადე ყოფილი ქმარი, ბაშირ ალიბიევი იყო, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ორივე — ალიბიევიც და არსანუკაევაც — წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები