ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს შეხვდა
ოცნების პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს შეხვდა. ის შანხაიში ხუთ მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან და პრემიერს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
"აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
...სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.6 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 229 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას.
ლი ციანის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, "სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა ღრმავდება".
"ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის.
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს", — აღნიშნა ლი ციანმა.
ირაკლი კობახიძის ოფიციალურ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
კომენტარები