ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში პუტინის სახელობის სასამართლო გაიხსნება
გროზნოში, ახლად შექმნილ პუტინის რაიონში, ახალი სასამართლო გაიხსნება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელს ატარებს. მისი შექმნის გადაწყვეტილება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, ახალი ორგანოს შექმნა "გროზნოს სასამართლოებში საქმის წარმოების რაოდენობის ზრდასთან" და "მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობასთანაა" დაკავშირებული.
პუტინის რაიონი 2023 წელს ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის დადგენილებით შეიქმნა. ახალი ადმინისტრაციული ერთეული კონკრეტული ამოცანებით დაარსდა — "მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესება" და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში "მოსახლეობის ზრდის გათვალისწინება".
ახალი სასამართლო გროზნოს მეხუთე რაიონული სასამართლო იქნება. ამჟამად ქალაქში მოქმედებს ლენინის, ოქტომბრის, ზავოდსკისა და სტაროპრომისლოვსკის სასამართლოები.
პუტინის სახელობის რაიონის პირველი ნაწილი ოქტომბერში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას რამზან კადიროვი და რუსეთის ვიცეპრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ესწრებოდნენ. ღონისძიება სამშაბათს — პუტინის დაბადების დღეზე გაიმართა.
რაიონის საერთო ფართობი 300 ჰექტარს შეადგენს, ხოლო საცხოვრებლად 150000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
გახსნის ცერემონიაზე კადიროვმა რაიონი აღწერა, როგორც თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ფართო ქუჩებით, კეთილმოწყობილი ეზოებითა და სოციალური ინფრასტრუქტურით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სკოლის, ორი კულტურის ცენტრის, მედრესეს, მეჩეთის და შშმ პირებისთვის სპორტული კომპლექსის აშენება. კადიროვის თქმით, პროექტი 20000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და "მოქალაქეებისთვის კომფორტული ცხოვრების პირობებს" უზრუნველყოფს.
კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს თავად პუტინი მოიწვიოს მთელი რაიონის ოფიციალურ გახსნაზე, რომლის მშენებლობის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.
თავის მხრივ, ვიცეპრემიერმა ნოვაკმა აღნიშნა, რომ რაიონისთვის პუტინის სახელის წოდება სიმბოლურია. მან გაიხსენა, რომ 2004 წელს პუტინმა, ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტთან და რამზან კადიროვის მამასთან — ახმად-ჰაჯი კადიროვთან ერთად — მიიღო გადაწყვეტილება გროზნოს აღდგენის შესახებ, იმ მასობრივი ნგრევის შემდეგ, რაც ჩეჩნეთში ორ ომის მოჰყვა. აღდგენის პროცესი დღემდე გრძელდება.
რაიონის მშენებლობა გროზნოს ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ნაწილია. ახალი შენობები ადგილობრივ ვაინახურ არქიტექტურულ სტილში აიგება, რაც, კადიროვის თქმით, ჩეჩნეთის დედაქალაქის ახალი არქიტექტურული სიმბოლო უნდა გახდეს.
პროსამთავრობო მედიასაშუალებების ცნობით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაში ადგილობრივი მეწარმეები და ბიზნესსტრუქტურები, რომლებიც პროექტში ერთვებიან სოციალური და საინვესტიციო თანამშრომლობის ფარგლებში. კადიროვის განცხადებით, რაიონი "ბიზნესპროექტს" წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ მეწარმეებს პუტინისადმი მადლიერების გამოხატვა შეუძლიათ.
კადიროვმა სექტემბერში განმარტა, რომ რაიონს პუტინის სახელი "რესპუბლიკის აღდგენისა და მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად" დაერქმევა. 2008 წლიდან გროზნოს ცენტრალური გამზირიც რუსეთის პრეზიდენტის — ვლადიმირ პუტინის სახელით არის ცნობილი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
კომენტარები