"დღევანდელ ციხეებში საუკეთესო პირობებია" — კახა კალაძე არჩილ მუსელიანცის წერილზე
თბილისის მერი, კახა კალაძე არჩილ მუსელიანცის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილს ეხმაურება, სადაც ის ციხეში არსებულ პირობებსა და ჰიგიენაზე წერს. კალაძის თქმით, "დღევანდელ ციხეებში საუკეთესო პირობებია".
"ჩვეულებრივი სპეკულაციებია. საპატიმროებს რაც შეეხება, როგორ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაპატიმრება, ან ციხეში ციხეში გაშვება, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ ციხეებს, საუკეთესო მდგომარეობაა, საუკეთესო პირობები.
არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ხდებოდა 2012 წლამდე ციხეებში, რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები: არაადამიანური მოპყრობა, არაადამიანური გარემო, სრული კატასტროფა!
ამის კადრები გექნებათ ნანახი. სამწუხარო რეალობა იყო. დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სამსახური ამ ცრუ ბრალდებაზე შესაბამის განცხადებას გააკეთებს", — თქვა კალაძემ.
"ტვ პირველისთვის" გაგზავნილ წერილში არჩილ მუსელიანცი წერს, რომ ამოსვლია "ფაფებში ტომრების ძაფები და თავად ტომრის ნაწილები".
"მსურს საზოგადოებას მივაწოდო სრული ინფორმაცია, რა პირობებში უწევთ ბრლადებულ-მსჯავრდებულებს ყოფნა გლდანის სატუსაღოში.
კვება-წარმოიდგინეთ გლდანში მინიმუმ 4 ათასი პატიმარია და მათთვის საჭიროა საკვების მომზადება დღეში სამჯერ. ყველა შემთხვევაში კერძში კარტოფილი არის მოუხარშავი, უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი და ჭუჭყიანი[ ჭიების კვალით]. ავიღოთ მაგალითად ბორში, იგივე კარტოფილი და უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო . ლობიოში მე რამდენჯერმე შემხვდა კენჭი, რამაც კბილი დამიზიანა, ცხადია, ლობიოს არ რეცხავენ და ეგრევე ტომრიდან ქვაბში ყრიან. ასევე წიწიბურა- ისიც გაურეცხავი და კენჭებიანია, ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე, წიწიბურას დავასხი ცხელი წყალი და შედეგმა გაამართლა ჩემი მოლოდინი, ჭუჭყიანი წყალი ვიხილე. სოსისი-მოაქვთ გაყინული და ცელოფნის მოშორებისას, რომ ყნოსავ იგივე სუნი აქვს, რაც ქუჩის ძაღლს წვიმის დროს და თუ შეწვავ ამ სოსისს ხდება როგორც ქაღალდი. კვერცხი არ ვიცი საიდან მოქვთ, ან როგორ ახერხებენ ამის კეთებას, მაგრამ როცა კვერცხს ნაჭუჭისგან ასუფთავებენ, საკანში ისეთი სუნი დგება, თითქოს კანალიზაციის ლუქია ახდილი- ეს ფაქტი ჩემთვის ამოუცნობი ფორმულაა. კატლეტი- ვერც შემადგენლობას გაიგებ და ვერც გემოს. ნახევრად უმი, მშრალი ფარში, ხრტილი, მყესი, მოკლედ ხორცის "ატხოდები". თევზი ნახევრად შემწვარი, რომელშიც ასკარიდას მსგავსი დამრგვალებული პატარა ჭიებია. დილის ფაფები- გერკულესი, მანი, ვერმიშელი, პერლოვკა, მე ამომსვლია ამ ფაფებში ტომრების ძაფები და თავად ტომრის ნაწილები. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აქ ხალხი არ იხდის სასჯელს, აქ ვართ პირუტყვი და რომ არა ვალდებულება, საჭმელსაც არავინ გვაჭმევდა. 100 პროცენტიდან 70 არ ჭამს "ბალანდას" და საკვებს მაღაზიაში ყიდულობს", — წერს სინდისის პატიმარი (წერილს "ტვ პირველი ავრცელებს).
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები