ლელო ძლიერი საქართველო

29 Oct. 2025, 11:04

ბიძინა ივანიშვილი აუქმებს დემოკრატიას და აუქმებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს. დღეს ქართულმა ოცნებამ НКВД-ს სადამსჯელო რეპრესიული მანქანა სრული ძალით აამოქმედა და ძლიერი საქართველო — ლელოს გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის, რომელიც დაფუძნების დღიდან არღვევდა მანკიერ პოლიტიკურ ორპოლუსიანობას და ქმნიდა რეალურ ალტერნატივას რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ამომრჩევლისათვის.

ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს, რომლებსაც 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნება არ აურჩევია და რომელთა ხმებიც მოიპარა ეუბნება, რომ მათ აღარ დარჩებათ სხვა არჩევანი. ეუბნება, რომ ისინი უნდა იყვნენ საბჭოთა საქართველოს, დღევანდელი რუსეთისა და ბელორუსიის მოდელის ქვეყნის მოქალაქეები. მას უნდა საქართველოსგან შექმნას ჩრდილოეთ კორეა.

ძლიერი საქართველო — ლელო დღიდან დაფუძნებისა, იბრძოდა და იბრძვის ოლიგარქიული რეჟიმისგან ქვეყნის გადასარჩენად, მისი ევროპული მომავლისთვის!

ჩვენ უკვე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა კონსტიტუციური მექანიზმი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიის ნაშთები. ჩვენ არ ვაპირებთ გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია და დავუთმოთ ჩვენი ამომრჩევლების, ქართველი ხალხის ინტერესები ბიძინა ივანიშვილსა და მის რუსულ, კორუმპირებულ დაჯგუფებას.

ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში. ამ ბრძოლაში ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერას და მადლიერები ვართ ამ თავდადებისთვის.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ და არ დაუშვან საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება.

ძლიერი საქართველო — ლელო არის პარტია, რომელმაც რეალური ალტერნატივა მისცა ქართველ ამომრჩეველს და წლების განმავლობაში იცავს მის ინტერესებს. გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და გავაგრძელებთ წინააღმდეგობის ეფექტიანი სტრატეგიების შეთავაზებას ქართული საზოგადოებისთვის.

ბრძოლა გრძელდება, ის არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ აღდგება დემოკრატია და არ აღდგება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.

სწორად გეშინიათ ძლიერი საქართველოსი. მაინც გაგისტუმრებთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  3. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  4. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა

უზენაესმა სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა. უზენაესი…