სალომე ზურაბიშვილი: ამ რეჟიმმა უკვე წააგო, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კიდევ ცოტა გავუძლოთ
"ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კიდევ ცოტა, კიდევ გავუძლოთ", — ამის შესახებ 26 ოქტომბერს გამართულ აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
"ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კიდევ ცოტა, კიდევ გავუძლოთ. მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს: მე მესმის, როდესაც ვამბობ — "კიდევ ცოტა გავუძლოთ" ეს არ არის მარტივი სიტყვები. ამას როდესაც ვამბობ, მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველ დღე აქ დგანან და ყოველ დღე იღებენ საკუთარ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა და ქართული ოცნების მთავრობამ ვერ შეძლო ლეგიტიმურობის მოპოვება.
"2024 წლის 26 ოქტომბრიდან გავიდა ერთი წელი. ერთი წელი, რაც ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით ვერ მოიპოვა ლეგიტიმურობა. ვერც თავისი მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, სადაც შეძლეს, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში ან აპირებენ, რომ შეიყვანონ. ვერაფერი ვეღარ უშველის ამ რეჟიმს, რომელმაც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როცა ჩაატარა რუსული არჩევნების სცენარი. ეს ერთი წელი გავიდა ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს სცადა რეჟიმმა, რომ შეეტყუებინა ხალხი იმ რაღაც აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება მოხარშულიყო, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია. ეს ტყუილად არ აირს ნათქვამი. ქართველმა ხალხმა იცის როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე.
რა გამოჩნდა ამ ერთი წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ საზოგადოების, ქართველი ხალხის მხარეს არის. პირველ რიგში სოლიდარობა, არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები არიან, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, ძალიან მარტო არიან, არავინ მათ გვერდით არ დგება, არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც ფეისბუქ-პოსტებით. მარტონი არიან. საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, არის თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაო თქვეს, მაგრამ ხალხში არის ეს თანაგრძნობა,..
ჟურნალისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეები წინაშე, დღეს ციხეში არიან. დაწყებული მზია ამაღლობელით, მაგრამ მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა და დაჯილდოვდა, როგორც სიმბოლო საქართველოსი და ქართველი ხალხის ბრძოლის. არა მხოლოდ ჟურნალისტები, არიან ადვოკატები და იურისტები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა ამ საზოგადოების. ეს არის ძალა საქართველოსი. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის რუსეთის მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი გადასამუშავებლად და ყველა მისი პროპაგანდისტული ნათქვამი არის პირდაპირი კოპირება იმის, თუ რასაც უბრძანებენ მოსკოვიდან. ეს არ არის საქართველოს მომავალი და არასდროს იქნება", — თქვა ზურაბიშვილმა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები