"ქართული განათლება საფრთხეშია": "უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი"
ფოტო: NEWS.On.ge
პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების გაერთიანებამ "ქართული განათლება საფრთხეშიამ" "ოცნების" ხელისუფლების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა. პროფესორ-მასწავლებლები გმობების "ოცნების" განათლების მოსალოდნელ რეფორმებს და მათი განცხადებით ის "წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან".
"სტუდენტები ვეხმიანებით “უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, კონცეფციას" და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე.
საუნივერსიტეტო რეფორმა არ არის პოლიტიკის რიგითი საკითხი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვიარეთ არაერთი ნაჩქარევი და ცუდად დაგეგმილი რეფორმა. ამიტომ, აღარ გვაქვს ისეთი შეცდომების დაშვების უფლება, რომლებსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება ჩვენი მომავალი თაობებისთვის.
წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპებს (მუხლი 27/3), ეწინააღმდეგება საქართველოში უმაღლესი განათლების კანონით გაცხადებულ მიზნებს (მუხლი 3), ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას, არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან — საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიურ სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.
წარმოდგენილი კონცეფცია, აგრეთვე, ვერ აკმაყოფილებს საჯარო პოლიტიკის ფორმირების მინიმალურ მოთხოვნებს:
საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მტკიცებულებები, კვლევები და ანალიზი, რომლებსაც ეს კონცეფცია ეყრდნობა.
არ არის გაანალიზებული შესაძლო შედეგები, პოტენციური საფრთხეები, დაფინანსების წყაროები.
კონცეფცია შემუშავებულია გაუმჭვირვალედ. არ არის ცნობილი პროცესში საუნივერსიტეტოს საზოგადოების წარმადგენლების — პროფესორებისა და სტუდენტების, განათლების ექსპერტების მონაწილეობის დეტალები.
კონცეფციაში უალტერნატივოდ არის წარმოდგენილი გამოწვევების გადაწყვეტის გზები.
პოლიტიკური კრიზისისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში, დახურულ კარს მიღმა შექმნილი დოკუმენტი ზღუდავს ქმედითი და კონსტრუქციული დისკუსიის შესაძლებლობებს. იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტია.
მოვუწოდებთ აკადემიურ საზოგადოებას, ამ კრიტიკულ მომენტში ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე — გავხადოთ დისკუსია ღია და საჯარო მთელი საუნივერსიტეტო სივრცისთვის.
უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი. უნივერსიტეტების გარეშე უნივერსიტეტებზე გადაწყვეტილება არ მიიღება," — გაერთიანების განცხადება ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა რატიანმა წაიკითხა.
ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია გუშინ, 16 ოქტომბერს წარადგინა. მან განათლების სისტემაში 7 გამოწვევაზე გამოყო, "რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს".
განათლების რეფორმის პრეზენტაციაში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას", 12-წლიანი სასკოლო ციკლი ისევ 11-წლიანით უნდა შეიცვალოს და სურთ დაამკვიდრონ "მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი".
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები