კახა კალაძე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია
თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება.
მისი თქმით, "ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია".
"ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე, თქვენ, სხვა ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ შეხედულებები გამოხატონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმებით. მათ შორის დაცულია შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. შეუძლია ადამიანების ჯგუფს შეიკრიბოს და დააფიქსიროს თავისი პროტესტი. თავის მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, მაშინ როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება არ არის ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე მიზანმიმართულად უქმნიან დისკომფორტს დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლებს ვისაც არ გააჩნიათ პროტესტი, ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის ძალიან შემაწუხებელი. ჩვენ ხომ არ ვზღუდავთ იმას, რომ ადამიანმა პროტესტი გამოხატოს პროტესტი, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ამით არ უნდა დააზიანო სხვისი უფლებები", — განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ, 16 ოქტომბერს ოცნების პარლამენტმა დაჩქარებით წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება. იმავე საღამოს კანონს ხელი მოაწერა ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრების შესახებ.
ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელდა.
· აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა. ცრემლმდენი/ მომწამლავი ნივთიერების ქონა — 15-დღიანი პატიმრობა;
· აქციისთვის გზის გადაკეტვა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს შეუშლის — 15-დღიანი პატიმრობა. აქციის ორგანიზატორს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება;
· აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება — 60-დღიანი პატიმრობას; ამ ქმედების განმეორებით ჩადენა — 1 წლამდე პატიმრობას, მესამედ ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობას;
· პოლიციელის დაუმორჩილებლობა — 1 წლამდე პატიმრობა, განმეორებით ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობა.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები