"გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ქემოკლიძეს არ იცნობს და ბრალდება აბსურდულია" — ბაჩიაშვილის ადვოკატი
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებაზე მედიასთან ისაუბრა. ადვოკატის განმარტებით, სუს-ის ბრალდება აღნიშნულ პირზე აბსურდულია, რადგან გიორგი ბაჩიაშვილი მას არ იცნობდა და მისი არსებობის შესახებ სიუჟეტიდან შეიტყო.
"გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული. მან დაკავებული პირის სახელი და გვარი შეიტყო მხოლოდ სიუჟეტიდან და მანამდე არც იცოდა მისი არსებობის შესახებ.
...პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეოჩანაწერების ამოღება, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი. ასევე, პირველივე დღიდან ვითხოვდით, რომ ბაჩიაშვილი მოთავსებულიყო განცალკევებით საკანში, სხვა მსჯავრდებულებისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან თეორიულად, შესაძლოა, ყოფილიყო მსგავსი საფრთხეები. ესეც არ დაკმაყოფილდა.
თუკი არსებობდა რამე ოპერატიული ინფორმაცია, ცხადია, ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელი იყო სწორედ ბაჩიაშვილის განმარტოებით მოთავსებით.
...ასევე ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოსდა ბაჩიაშვილის მიერ მოხდა ორი თანასაკნელის ვინაობის დაგეგმვა. ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია მისთვის, როგორ უნდა დაეგეგმა, ვის შეუსახლებდნენ... 11 ივნისამდე ბაჩიაშვილი იმყოფებოდა საკანში მარტო.
მსგავს ბრალდებას სჭირდება მტკიცებულებების წარმოდგენა, წარმოუდგენლად მიმაჩნია მტკიცებულებების არსებობა," — განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
11 ივლისს ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმის შემდეგ, 21 აგვისტოს, სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულების ყოფილმა დირექტორმა დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.
"დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა, დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს", – ეწერა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში, რომელიც 21 აგვისტოს გავრცელდა.
9 ოქტომბერს დავით გოგიბერაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მეორე დღის მისი მოადგილე დააკავეს. სუს-ის განცხადებით, ქემოკლიძე ბაჩიაშვილს თავდასხმის "გათამაშებაში" დაეხმარა.
- სპს-ს ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპს-ს — სპს გიორგი ქემოკლიძის დაკავებაზე
- სუს-მა სპს-ს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე დააკავა
- ციხის უფროსი, დავით გოგობერიშვილი, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები