რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) შედარებით ახალი კონცეფციაა და აერთიანებს ისეთ ელემენტებს, რომლებიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში დამოუკიდებლად ვითარდებოდა. აღნიშნული ელემენტების ერთ ჩარჩოში მოქცევის შემდეგ კი პროცესი გახდა უფრო სტრუქტურიზებული და შესაბამისად შეიქმნა სისტემური განვითარების შესაძლებლობა.
ტერმინი ხარისხის ინფრასტრუქტურა გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის, სერვისების, პროცესებისა და სისტემების შესაბამისობას ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტიანობის მოთხოვნებთან.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს და ამგვარად, დაიცვას საკუთარი უფლებები.
ხარისხის ინფრასტრუქტურის ძირითადი მიზნები
მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვა
მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ნებისმიერი პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი. ხარისხი დიდწილად მწარმოებლის არჩევანია, ხოლო უსაფრთხოება არის ის აუცილებელი კომპონენტი, რომლის უზრუნვლყოფის გარეშეც პროდუქტი არ უნდა იწარმოებოდეს და არ უნდა იყიდებოდეს. სწორედ ამ უსაფრთხოების მოთხოვნებს აყალიბებს და ავითარებს ხარისხის ინფრასტრუქტურა.
მაგალითად, კონკრეტული არასასურსათო პროდუქტი შესაძლოა, არ გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით, თუმცა მისი მოხმარება მომხმარებლისთვის უნდა იყოს უსაფრთხო და არ აზიანებდეს გარემოს.
არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება
ისეთი არასასურსათო პროდუქტები, როგორებიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, სამშენებელო მასალები, ავეჯი და ხის ნაწარმი, შესაფუთი მასალები, ელექტრომოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კოსმეტიკა და სხვ., ჩვენი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებია. თუმცა მათ თან ახლავს უსაფრთხოების რისკები: შეიძლება გამოიწვიონ ალერგია, დაგვაზიანონ ფიზიკურად და ა.შ. სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურა ქმნის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარი პროდუქტების უსაფრთხოებას:
- ტექნიკური რეგლამენტები განსაზღვრავს უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს.
- შესაბამისობის შეფასება და აკრედიტაცია უზრუნველყოფს კომპეტენტურ შემოწმებას.
- სტანდარტიზაცია ქმნის ერთიან მოთხოვნებს საერთაშორისო დონეზე.
- ბაზარზე ზედამხედველობა კი ამოწმებს, პასუხობს თუ არა ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შესაბამის ნორმებს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც ბავშვებსა და ადამიანის სხეულს ეხება. ასეთია, მაგალითად, სათამაშოები, ელექტრომოწყობილობები და კოსმეტიკა. ხარისხის ინფრასტრუქტურის მიზანია მომხმარებლისა და გარემოს დაცვა.
ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა
ერთი მხრივ, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და მისი ელემენტების განვითარება სახელმწიფო დონეზე, ხოლო მეორე მხრივ, წარმოების პროცესში ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ხელს უწყობს: წარმოების ერთგვაროვნებას, პროცესების ოპტიმიზაციას, წუნდებული პროდუქციის შემცირებასა და ხარისხისა და სანდოობის ზრდას.
ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა
ხარისხის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო დონეზე ვითარდება — UNIDO, ISO, საერთაშორისო მეტროლოგიისა და აკრედიტაციის ორგანიზაციები ქმნის აღიარებულ ქსელს, რომელიც ხელს უწყობს: გლობალურ სანდოობას, ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბებას, პროდუქციის თავისუფალ მიმოქცევასა და საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას.
ინოვაციების წახალისება
ვერც ინოვაციური პროდუქტი და ვერც მომსახურება ვერ მოიპოვებს ნდობას, თუ არ არის სტანდარტიზებული და სანდო ინსტრუმენტებით დადასტურებული. ხარისხის ინფრასტრუქტურა: ამცირებს შეცდომებისა და შეუსაბამობის რისკს, ქმნის საერთო ენას ინოვატორებისთვის და ეხმარება პროდუქტებს საერთაშორისო შესაბამისობის ნორმების მიღწევაში.
გარემოზე ზრუნვა
ხარისხის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის მიმართულებითაც. სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია და მეტროლოგია ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ტექნოლოგიების დანერგვას. მაგალითად, ISO 14001 ეხმარება ორგანიზაციებს: ნარჩენების კონტროლში, გარემოზე მავნე ზეგავლენისა, ენერგომოხმარებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირებაში.
ხარისხის ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტები
ხარისხის ინფრასტრუქტურა აერთიანებს ექვს ძირითად ელემენტს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული:
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტოპ
მეტროლოგია — მეცნიერება საზომ ერთეულთა შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს გაზომვების სიზუსტეს, მიკვლევადობასა და თანმიმდევრულობას. საქართველოში აღნიშნულზე პასუხისმგებელია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომელიც ნერგავს და ამტკიცებს სტანდარტებს. სააგენტო უზრუნველყოფს მოწყობილობების დაკალიბრებასა და შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან.
სტანდარტიზაცია — ტექნიკური სტანდარტების შემუშავება და გამოყენება პროდუქტებისა და სერვისების თანმიმდევრულობის, უსაფრთხოებისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
აკრედიტაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო ორგანო აღიარებს, რომ ორგანიზაციას აქვს კონკრეტული ამოცანების შესასრულებელი კომპეტენცია (მაგ., ტესტირება, ინსპექტირება, სერტიფიცირება). საქართველოში აკრედიტაციის პროცესზე პასუხისმგებელია საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი.
ტექნიკური რეგლამენტი არის საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებს პროდუქტებზე, პროცესებსა და სერვისებზე. აღნიშნული დოკუმენტები ასევე ადგენს ტესტირების, სერტიფიცირებისა და ეტიკეტირების პროცედურებს.
შესაბამისობის შეფასება შეიცავს ტესტირებას, სერტიფიცირებასა და ინსპექტირებას. აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქტი ან სერვისი შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ბაზარზე ზედამხედველობა მოიცავს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესაბამისობის შემოწმებას სტანდარტებისა და რეგლამენტების მოთხოვნებთან. ეს პროცესი გულისხმობს ამკრძალავი ღონისძიებებისა და ინსპექტირებების გამოყენებას საფრთხის შემცველი პროდუქტების გავრცელების შეზღუდვის მიზნით. საქართველოში ამ პროცესზე პასუხისმგებელია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
ხარისხის ინფრასტრუქტურა სტრატეგიული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, განვითარებას, გარემოსა და მომხმარებლის ინტერესების დაცვას. მისი ეფექტიანი მუშაობა უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდას, ისე ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს.
პროექტი: QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და GIZ მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მთავარი მიზანი, საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.
სტატია დაწერილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები