კოალიცია ცვლილებისთვის: გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში
კოალიცია ცვლილებისთვის 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, "გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში". განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრძოლა გრძელდება და დღესაც "ტრადიციულ დროს" რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
"4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას უარი უთხრა პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა. რუსული რეჟიმის ყალბი მონაცემითაც კი, მხოლოდ დედაქალაქში, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით, გამოცხადება 300 000-ით ნაკლებია. რუსული ფარსი არ შედგა!
4 ოქტომბერს ცარიელი საარჩევნო უბნების პარალელურად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სავსე იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებით. უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეს თბილისში 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მთავარი სათქმელით — ბრძოლა ბოლომდე!
საქართველოში დესტაბილიზაციის, კრიზისისა და ძალადობის ერთადერთი წყაროა ივანიშვილი და მისი მჩაგვრელი სისტემა. ამის გამო, დღეს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პატიმრები გვყავს.
ჩვენთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ამ რეჟიმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. ქვეყნის სიყვარულის, ცვლილების ხედვისა და თავდადების პარალელურად, ეს ბრძოლა დგას უდიდეს პასუხისმგებლობაზე ჩვენი ხალხის მიმართ.
ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში. ჩამოშლა დადგება ხელისუფლების მუდმივი იზოლაციის, არ თანამშრომლობის, არაღიარების, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებისა და რაც მთავარია, უწყვეტი პროტესტის, მათ შორის, რუსთაველის საპროტესტო კერის გაძლიერების გზით. ამიტომ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე, არალეგიტიმური პარლამენტის "სამშობლოს ღალატის" კომისიაში მონაწილეობაზე, რის გამოც კოალიციის უკლებლივ ყველა ლიდერი ციხეშია, ამიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა 4 ოქტომბრის ფარსში სახელად "ადგილობრივი არჩევნები".
ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 311 დღე.
დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით რუსთაველზე", — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები