ბადრი ჯაფარიძე: აქტიურობის, არ დანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა
ფოტო: ბადრი ჯაფარიძე
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.იქ მყოფ ჟურნალისტებს მან განუცხადა, რომ ცვლილებებისთვის მოქალაქეთა აქტიურობაა აუცილებელი.
"მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს საკუთარ ხელში თავისი ქალაქის მმართველობა. ასე უნდა მოხდეს ყველგან. აუცილებელია ვიაქტიუროთ. აქტიურობის, არ დანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაზე ეფექტური იარაღი, საკუთარი ხმა მისცეს იმას, რომ შევძლოთ იმ მიზნის აღსრულება, რომელიც ქართველ ხალხს სურს და ქვეყნის, ქალაქების, დასახლებული პუნქტების დაბრუნება", — თქვა მან.
ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა დარღვევებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ყველა ასეთი ფაქტი უნდა აღირიცხოს.
"რაც შეეხება დარღვევებს, ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს. ყველგან იწერება საჩივრები, იქნება მაქინაციების მცდელობა, ეს დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ყველა ფაქტზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, აუცილებლად უნდა შედგეს შესაბამისი საჩივარი, ყველაფერი უნდა აღირიცხოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ და აღვრიცხოთ ყველა დარღვევის ფაქტი. რა თქმა უნდა, დიდი ილუზიები მათ გამოძიებაზე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ, საზოგადოებამ რომ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა პოლიტიკოსმა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის ის 2 კოალიცია — ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებში შესვლა ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ნიშნავს და სასურველ ციფრებს ოცნება მაინც დაიწერს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველზე აქციას გამართავენ. ორგანიზატორებს შორის არიან ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა რუსთაველის გამზირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ამ დღეს ოცნების ხელისუფლებას "მშვიდობიანად დაამხობენ"
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები