გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

26 Sep. 2025, 16:00

"თქვენ თუ აკვირდებით, სამწუხაროდ, ამ განცხადებებში არასდროს არ არის ხოლმე კონკრეტიკა. რას ნიშნავს თანამშრომლობა?! თანამშრომლობა იმას ნიშნავს, რომ აქ მეორე ფრონტი გავხსნა, ლგბტ პროპაგანდა გავაჩაღო ბაღებში და სკოლებში?! ალბათ, ამაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხო?! ევროპარლამენტის რეზოლუციებში, მათ ოფიციალურ მოთხოვნებში, რაც არის, რომ ჩვენ თურმე, "გამჭვირვალობის კანონი" არ უნდა გვქონდეს. ყველას უნდა ჰქონდეს და საქართველოში არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, სად იხარჯება უცხოური ფული — ნურას უკაცრავად. ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს ტრადიციების ნაცვლად — ნურას უკაცრავად. მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას ნაცვლად მშვიდობისა — ნურას უკაცრავად. თუ ამას გულისხმობენ და სავარაუდოდ, ამას გულისხმობენ, ეს არ არის თანამშრომლობა, ეს არის მტრობა. ამას თავისი სახელი ჰქვია, ქართველმა ხალხმა დაარქვა და დაარქმევს ასევე 4 ოქტომბერს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მშვიდობასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, ტრადიციებთან და სხვათა შორის, ვთანამშრომლობთ იმ ევროპულ, ამერიკულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომლებიც ყოველ კვირა აფასებენ საქართველოს დემოკრატიულ პროცესს, კორუფციასთან ბრძოლას. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლაში ოცეულში ვართ, უკრაინა, როგორც კორუფციონერი ქვეყანა, პირველ ადგილზეა და მოლდოვა მესამეზე. ასეთი ქვეყნები რომ გეტყვიან ჩვენთან, ითანამშრომლეო, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა როგორც კორუფციონერი ქვეყანა?!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?

ტექნოლოგიური სფეროს გიგანტმა Google-მა YouTube-ის ყველაზე პოპულარულ სახესთან, ჯიმი დონალდსონთან, იგივე MrBeast-თან,…