გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

21 Oct. 2025, 14:28

"გახარიას ჭკვიანად მოჰქონდა თავი და მისი ამომრჩეველი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და აიძულა, რომ მისი პარტია შესულიყო პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულად დაბალი შედეგი მიიღო გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებზე. პრაქტიკულად, ამ „ჭკვიან“ პოლიტიკოსს, გახარიას ერთი წელი დასჭირდა რომ მიმხვდარიყო, პარლამენტი ლეგიტიმური იყო და თუ ასე გააგრძელებს, სადღაც 80 წლის ასაკში, ალბათ, საშუალო დონის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება.

ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო არა მარტო გახარიას, ნებისმიერი პარტიის შემოუსვლელობა პარლამენტში იმ მიზეზით, რომ ვითომ არ იყო ლეგიტიმური. ყველამ კარგად დაინახა რომ არანაირი გაყალბება არ იყო და ლეგიტიმური იყო პარლამენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიწყეს თამაში. ამ თამაშს აჰყვა გახარია და მოინდომა კიდევ უფრო თამაში და მოცურდა. მოცურდა იმას ნიშნავს, რომ თავისი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. რომ დაკარგა მიხვდა, რომ ყველა მხრიდან იქნება ბულინგის მსხვერპლი და პრაქტიკულად, პოლიტიკური თავშესაფარი მითხოვა იმით რომ ახლა შემოდის პარლამენტში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"

პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას…