"ძლიერი საქართველო — ლელოს" და "გახარია — საქართველოსთვის" ერთობლივი განცხადება

26 Sep. 2025, 14:42

"ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში.

მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა.

განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი სუფთა წარსულითა და რეპუტაციით, რომელიც ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზებზე სხვადასხვა რეჟიმთან ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ, ირაკლი, საერთო გუნდთან ერთად, იქნება თბილისის ღირსეული, კეთილსინდისიერი მერი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი თითოეული თბილისელის უკეთესი ცხოვრება იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც თავისი პრინციპულობით ყოველთვის იდგა და იდგება თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.

ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…