"სალამი": "ანტიკორუფციულმა ბიურომ პლატფორმა "სალამის" წინააღმდეგ რეპრესიული კანონის ამოქმედება დაიწყო"
"ანტიკორუფციულმა ბიურომ პლატფორმა "სალამის" წინააღმდეგ რეპრესიული კანონის ამოქმედება დაიწყო" — ამის შესახებ ორგანიზაცია გუშინ, 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს და აღნიშნავს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება მათგან "გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას" ითხოვს.
ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება "გრანტის შესახებ" კანონის ფარგლებში დაიწყო.
"სალამის" განცხადებით, "რეპრესიული კანონების მიღებამ მნიშვნელოვნად გააუარესა მათი ორგანიზაციის მდგომარეობა და ხელოვნურად შექმნა ფინანსური, სამართლებრივი და პოლიტიკურ ბარიერები".
"ანტიკორუფციულმა ბიურომ პლატფორმა "სალამის" წინააღმდეგ დაიწყო რეპრესიული კანონის ამოქმედება. დღეს, 25 სექტემბერს, პლატფორმა "სალამმა ჩაიბარა ანტიკორუფციული ბიუროს წერილი, რომელიც პლატფორმის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია გამოგზავნილი. წერილის თანახმად, წარმოება დაწყებულია "გრანტის შესახებ" კანონზე დაყრდნობით, და ბიურო პლატფორმა "სალამს" სთხოვს გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
გაცნობებთ, რომ პლატფორმა "სალამი" წარმოადგენს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენად ითვლება და ყოველდღიურად განიცდის სისტემურ დისკრიმინაციას.
რეპრესიული კანონების მიღებამ მნიშვნელოვნად გააუარესა პლატფორმა "სალამის" მდგომარეობა და შექმნა (და კვლავაც ქმნის) ხელოვნურ ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ბარიერებს. შედეგად, პლატფორმას ეზღუდება შესაძლებლობა, ეფექტიანად დაიცვას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები.
დღეს, რეპრესიული კანონების მეშვეობით, ხდება მცდელობა, რომ უმცირესობებს, რომლებსაც ისედაც შეზღუდული უფლებები აქვთ, სრულად წაერთვათ მათთვის დარჩენილი ბერკეტებიც. პლატფორმა "სალამი" განაგრძობს ბრძოლას და არ დაუშვებს უმცირესობების უფლებების წართმევას," — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
- ანტიკორუფციული ბიუროსგან სპეციალური წერილი "კავკასიურმა სახლმაც" მიიღო
- TI: ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები განპირობებულია იმით, რომ მათი მიზანია ჩვენი გაჩუმება
- ფინანსური დანაშაულის ჩამდენმა პირებმა 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაცია უნდა შეავსონ — "ოცნება" კორუფციის წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს
- სტრასბურგში FARA-ს წინააღმდეგ ქართული NGO-ების და მედიის სარჩელი დარეგისტრირდა
- პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
კომენტარები