VR Holding: ნოშრევან ნამორაძე ამჟამად მოკლე, წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბრუნდება
"ნოშრევან ნამორაძე ამჟამად მოკლე, წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში", — ამის შესახებ VR Holding-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია კომპანია წერს და ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოცნების მხარდამჭერმა ბიზნესმენმა ქვეყანა დატოვა.
"არაერთხელ და დღესაც იძულებულები გავხდით, ვუპასუხოთ ოპოზიციასთან დაკავშირებული რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ბატონ ნოშრევან ნამორაძის, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.
ნოშიკო ნამორაძის ქვეყნიდან წასვლის შესახებ შეთხზული განცხადებების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ცალსახად ვადასტურებთ, რომ ეს ბრალდებები სრულიად ყალბია და განზრახ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ კი მისი რეპუტაციის შელახვას. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება არ გაგვაჩნია ვისაუბროთ ჩვენი დამფუძნებლის პირადი ცხოვრების შესახებ, თავს მაინც ვალდებულად ვთვლით, რომ მკაფიოდ განვაცხადოთ — ნოშრევან ნამორაძე ამჟამად მოკლე, წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში. დაბრუნების შემდეგ, იგი გეგმის მიხედვით გააგრძელებს თავის ბიზნეს და საზოგადოებრივ საქმიანობას.
მოვუწოდებთ საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაციის გავრცელებისგან. მოცემული უსაფუძვლო ბრალდებების გამო კომპანია და მისი დამფუძნებელი გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას ნებისმიერი პარტიისა ან მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელიც გააგრძელებს ჩვენს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. ასეთი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება და აუცილებლად მოყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, მაცხოვრებლებსა და საზოგადოებას მათი მუდმივი ნდობისა და მხარდაჭერისთვის", — წერია VR Holding-ის განცხადებაში.
ცნობისათვის, 20 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები