თაფლი ლეჩხუმიდან — გაიცანით გვანცა ჭაბუკიანი, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
ფოტო: საქართველოს ბანკი
გვანცა ჭაბუკიანი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაღალმთიან სოფელში დაბრუნდა და ოჯახური ტრადიციის სრულფასოვან ბიზნესად გადაქცევა გადაწყვიტა. მან, ძმასთან ერთად, ფუტკრის პროდუქტების ახალი ბრენდი თაფლი ლეჩხუმიდან შექმნა და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაც დაიწყო.
პროფესიით მასწავლებელია, სოფლის სკოლაში მუშაობს, საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან, ამავე დროს ცაგერის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის თავმჯდომარე და ფონდ ტასოს სათემო მუშაკია. დატვირთული გრაფიკისა და მრავალფეროვანი საქმიანობის მიუხედავად, გვანცა საწარმოს სრულფასოვნად უძღვება, ამასთანავე, მეწარმეობის გზაზე ახალ ცოდნასა და უნარებს იძენს.
სწორედ ამიტომ, მან საქართველოს ბანკის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო და როგორც აღნიშნავს, "ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისკენ გადადგა ნაბიჯი".
მრავალფეროვანი პროდუქცია და ცოდნის მიღების შესაძლებლობა საწარმოში
"ფუტკრებთან პირველი შეხება 5-6 წლის ასაკიდან გვქონდა. რაც თავი გვახოვს, საფუტკრეში ვიყავით. ახლა კი ჩვენი მთავარი მიღწევაა პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე საწარმოს შექმნა, ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაზიარება და საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბება. ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ მაღალმთიან სოფელში, სადაც ზოგს წარმატების მიღწევა შეუძლებლად მიაჩნია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს და სხვებსაც აძლევს იმედს, რომ სადაც უნდა ცხოვრობდე, თუ გულით იმუშავებ, ბევრ სირთულეს გადალახავ, წარმატების მიღწევა ყველგან შესაძლებელია“, — იხსენებს გვანცა.
საწარმოში, ოჯახის წევრებთან ერთად, მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს.
- სხვადასხვა სახეობის თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს, მათ შორის, მცირე ოდენობით თაფლის არაყს;
- ხელით მოქარგულ სასაჩუქრე შეფუთვებს, რომლებითაც, მომხმარებლებს, თაფლთან ერთად, განსაკუთრებულ ემოციას ჩუქნიან;
- სანთლის ქილებს, რომელშიც თაფლია მოთავსებული. თაფლის გათავების შემდეგ კი ჭურჭელი სასმისად გამოიყენება. ეს საწარმოს ეკომეგობრული და ორიგინალური მიდგომაა;
დამფუძნებლები ადგილზე მოსულ სტუმრებს საფუტკრეში ტურით მასპინძლობენ: აცნობენ მწვანე საწარმოს და ფუტკრის სახლს. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, საფუტკრეში იმუშაონ, მოხატონ სკა, დააფასოონ თაფლი ქილებში და საკუთარი ეტიკეტი შექმნან. მასპინძლები გარემოს დაცვაში ფუტკრის როლზე ინფორმაციულ სესიასაც ატარებენ. მეტიც, მათ ახალი ვენახი დარგეს და ამ მიმართულებით განვითარებას გეგმავენ.
"მცირე მეწარმეებისთვის მსგავსი პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ცოდნას, მხარდაჭერას და ახალ კავშირებს“.
ის ყოველთვის სიახლეების ძიებაშია. მისი სურვილი წარმატებული მეწარმეებისგან არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიღება იყო. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა კი ამაში დაეხმარა.
"მცირე ბიზნესის წარმოება მაღალმთიან სოფელში მარტივი არ არის, ეს მუდმივი ძალისხმევაა რესურსებთან და ბაზართან წვდომისა თუ ცნობადობისთვის. ამიტომ ჩემი მიზანი იყო, თანამედროვე მიდგომები, განსაკუთრებით ციფრული მარკეტინგი, კომუნიკაცია და გაყიდვები შემესწავლა, რომ ჩემი პროდუქტი უფრო ფართო აუდიტორიამდე მისულიყო. ამასთან, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და ერთმანეთის მხარდაჭერა. მინდოდა, ეს პროგრამაში არა მხოლოდ მე მესწავლა, არამედ მიღებული გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც გამეზიარებინა“, — აღნიშნავს გვანცა.
მეწარმე ქალი განმარტავს, რომ ღონისძიება სინერგიული იყო, თანხვედრაში საორგანიზაციო მხარესთან, მწვრთნელებთან და მონაწილეთა ჯგუფთან. პროგრამამ კი არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ემოციური მხარდაჭერაც გაუზიარა.
‘’გავიაზრე, რომ არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლებები, თუ გვერდით გყავს ადამიანები, რომლებსაც შენი სჯერათ და გაძლიერებენ. აქ მივხვდი, რომ ჩემს პატარა მაღალმთიან სოფელშიც შემიძლია, ვიმუშავო იმავე სტანდარტებით, როგორებითაც დიდ ქალაქებში მცხოვრები მეწარმეები. მწვრთნელები და ორგანიზატორები მხოლოდ ცოდნას კი არ გვიზიარებდნენ, არამედ გვაძლევდნენ იმ რწმენას, რომ შეუძლებელი არაფერია.
პროგრამამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია გაბედო, სცადო და არ გაჩერდე მაშინაც კი, როცა გზა რთულია. აქ მიღებული ცოდნა და მხარდაჭერა გახდა ბიძგი, რომ ჩემი მეფუტკრეობის საქმე კიდევ უფრო განვითარებულიყო და ფუტკრის ტურიზმის იდეაც უფრო გაბედულად განმეხორციელებინა. ეს გამოცდილება ჩემთვის არის სიმტკიცის, პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის გვერდით დგომის მაგალითი.
ყველაზე დიდი აღმოჩენა კი იყო ის, რომ წარმატების მისაღწევად არ არის აუცილებელი დიდი რესურსები, საჭიროა სწორად შერჩეული სტრატეგია, გულით შესრულებული საქმე და მზადყოფნა, მუდმივად ისწავლო და განვითარდე. ამ პროგრამამ დამარწმუნა, რომ ჩემი პატარა მაღალმთიანი სოფლის ისტორია შეიძლება სხვებისთვისაც შთამაგონებელი აღმოჩნდეს“, —დასძენს გვანცა ჭაბუკიანი.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე — ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
კომენტარები