იალბუზის საბაგიროზე ავარიის შემდეგ, საბაგიროს დირექტორი და მთავარი ინჟინერი დააკავეს
იალბუზის მთაზე, სადაც საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მირ-გარაბაშის საბაგიროს დირექტორი და მთავარი ინჟინერი დააკავეს. ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ავარია პარასკევს მოხდა. საბაგირო სისტემის დაზიანებისას მგზავრები საბაგიროზე იმყოფებოდნენ. მაშველებმა დაახლოებით 40 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, რომლებიც მიწიდან დაახლოებით ოთხი მეტრის სიმაღლეზე ჰაერში იყვნენ ჩარჩენილები. მათ შორის იყვნენ ტურისტები ბელორუსიიდან და რუსეთის ბაშკორტოსტანისა და თათრეთის რეგიონებიდან.
სამი მგზავრი გარდაიცვალა და 12 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთაგან ორი მუშაა, რომლებიც საბაგირო გზას ტესტავდნენ, ხოლო მესამე — მთამსვლელი. TASS-მა დაწერა, რომ დაღუპულთა შორის არიან ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ტირნიაუზიდან ახლად დაქორწინებული წყვილი — 1960 წელს დაბადებული კაცი, 1990 წელს დაბადებული მისი დაღესტნელი მეუღლე და 1967 წელს დაბადებული მოსკოველი კაცი.
საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულმა განყოფილებამ განაცხადა, რომ საბაგირო გზის მმართველი კომპანია MKD Elbrus-ის დირექტორისა და მთავარი ინჟინერის დაკავება ავარიის მიზეზებისა და მისი ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის გამოძიების ფარგლებში მოხდა. საბაგირო გზის ტექნიკური საშუალებები დალუქულია, ხოლო საბაგიროს მუშაობა შეჩერებულია.
ორ მენეჯერს ბრალი ედება უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამო მომსახურების გაწევაში, რამაც დაუდევრობის გამო მოქალაქეების სიკვდილი და დაშავება გამოიწვია. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საგამოძიებო კომიტეტმა დაკავებულთა ვინაობა არ გაამჟღავნა, თუმცა ღია წყაროების ცნობით, MKD Elbrus-ის დირექტორი ახმატ ზალიხანოვი იყო. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად საბაგირო გზის ტექნიკური მომსახურება 2-24 სექტემბერს იყო დაგეგმილი.
ყაბარდო-ბალყარეთის ლიდერმა, ყაზბეკ კოკოვმა განაცხადა, რომ ავარიის წინასწარი მიზეზი "საბაგიროს კაბელთანაა დაკავშირებული". მისი თქმით, გაუმართაობის ზუსტი მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. ოპერატორ კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ტექნიკური შემოწმებისა და საგამოძიებო პროცედურების დასრულებამდე საბაგირო გზა დაკეტილი იქნება.
მთამსვლელების ნაწილი, რომელთაგან ბევრი იალბუზის მთაზე ასვლას პირველად ცდილობდა, საბაგიროდან იქნა ევაკუირებული და ღამის გათევა მთაზე მოუწიათ. ავარიის შემდეგ, გიდებმა მათ მთაზე ფეხით ჩამოსვლა აუკრძალეს. შედეგად, ისინი იძულებულნი გახდნენ, ღამით თბილი ტანსაცმლის გარეშე ქოხებში დარჩენილიყვნენ, ღამის ტემპერატურა კი -5 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. დილით ისინი სატვირთო მანქანებით უფრო უსაფრთხო ადგილზე ჩაიყვანეს.
მირ-გარაბაშის საბაგირო გზა 1981 წელს გაიხსნა. ზღვის დონიდან 3847 მეტრის სიმაღლეზე მდებარე გარაბაშის სადგური იალბუზზე საბაგიროთი მისადგომი უმაღლესი წერტილია. ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, საბაგიროს საათში დაახლოებით 200 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. მარშრუტი აზაუს მდელოს, მირსადგურისა და გარაბაშის დამაკავშირებელი საბაგირო სისტემის ნაწილია და იალბუზის სამხრეთ კალთაზე ფართოდ იყენებენ ტურისტები და მთამსვლელები.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები