სალომე სამადაშვილი

5 Sep. 2025, 13:39

"ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ "გარიგების" შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი და ამ აქტის მიზანი "ლელოს" განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება-საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა.

რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტვისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე.

შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით.

ევროპული საქართველო რომ გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული ევსაქებს შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა.

რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე".

"ლელო — ძლიერი საქართველოს" წევრი, სალომე სამადაშვილი "ოცნების" დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ "ლელო — ძლიერი საქართველოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" სინდისის პატიმრების მშობლების და მხადამჭრების 24-საათიან საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც…