თეა წულუკიანი

2 Sep. 2025, 16:12

რაც შეეხება მის თარგმნას, მადლობას გიხდით ბატონო შალვა. ნამდვილად სათარგმნელია და არა მხოლოდ ინგლისურად და ასევე შეიძლება გაკეთდეს ბროშურები თითოეული თავისგან.

... რაც შეეხება მომდევნო ბედს ამ დოკუმენტის, მას შედეგ რაც ეს განხილვა დასრულდება და თუ იქნება ის მოწონებული, როგორც წესი ასეთი დოკუმენტი გადაინაცვლებს ხოლმე დაკაბადონების, დიზაინის, კორექტურის ეტაპზე, ვინაიდან ის დაბეჭდილი ვერსია რაც თქვენს წინაშეა ეს არ არის გამოცემული წიგნი, ეს არის ამობეჭდილი წიგნი, ამიტომ მასში შევა ის ილუსტრაციები, რომელიც საჭიროა, დიაგრამები, ფოტოები. ეს ყველაფერი რომ გაკეთდება და წიგნად გამოიცემა და პარალელურად შეიძლება, რაკი თავმჯდომარის სურვილი არსებობს, ითარგმნოს და გამოიცეს წიგნად ყველა წესის დაცვით და შემდეგ გავრცელდეს და გავრცელება თითოეული ჩვენგანს აქტიურად შეგვიძლია

ჩემი სურვილი იქნებოდა, განათლების სამინისტრომ ეს დასკვნა განიხილოს, თუმცა ეს არ არის ოფიციალური რეკომენდაცია, ჩემს პირად აზრს ვამბობ ამ შემთხვევაში და საქართველოს ისტორიის სასწავლო წიგნებში ალბათ უნდა გადაისინჯოს, სასწავლო წიგნებს ვგულისხმობ, 2004-2012 წლის პერიოდი, როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე. იმიტომ რომ პრაქტიკულად დარწმუნებულიც ვარ, ის, რაც ამ დასკვნაში წერია ახალგაზრდა თაობამ საერთოდაც არ იცის. რაც თავისებური ტრაგედიაა.

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის ვიცესპიკერმა და ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…