ENEMO გმობს ISFED-ისა და არჩევნების დამკვირვებლების წინააღმდეგ თავდასხმებს საქართველოში
"არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი" (ENEMO) კატეგორიულად გმობს ბოლოდროინდელ განხორციელებულ ქმედებებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) წინააღმდეგ, — ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ENEMO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ISFED-ის და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას.
"ENEMO-ს დიდი ხნის და პატივსაცემი წევრის, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის.
პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ISFED -ის და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს ქმედებები წარმოადგენს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელის შეშლის სერიოზულ მცდელობას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ასეთი ზომები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
ISFED ათწლეულების განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაში პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მონიტორინგის გზით.
ISFED-ის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიული ზომებით მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის მათ საქმიანობას, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლება.
ENEMO განმარტავს, რომ სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი სამოქალაქო დამკვირვებლების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას, აფიქსირებენ დარღვევებს და აძლიერებენ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. მათი საქმიანობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს არჩევნების სანდოობას და საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს.
ENEMO-ს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია განუხორციელებია საქართველოში და შესაბამისად, ზუსტად იცის, თუ რა გადამწყვეტ როლს ასრულებენ ისეთი სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიცაა ISFED, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფაში.
ENEMO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს და შექმნას ხელსაყრელი გარემო, რომელშიც არჩევნების დამკვირვებლებს შეეძლებათ თავიანთი მანდატის შესრულება დაშინების, რეპრესიების და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.
ENEMO გამოხატავს სოლიდარობას ISFED-ის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიმართ, აფასებს მათ მუდმივ ერთგულებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ, მიუხედავად შექმნილი მტრული გარემოსი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ქართული ოცნების ქმედებებით", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- შვედეთის საგარეო უწყება: შემაშფოთებელია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივების ბოლოდროინდელი გაყინვა
- "ჩვენ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით" — ჩეხეთის საგარეო 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს დემოკრატიისთვის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია" — ესტონეთის საგარეო 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება" — EU-ს პრესსპიკერი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" 7 ქართული NGO-ს ანგარიშების გაყინვის გამო განგაშის სიგნალი ჩართო
- ბრიტანეთის საელჩო: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე"
- ნორვეგიის საელჩო: 7 NGO-ს საბანკო ანგარიშების დაყადაღება დემოკრატიის რღვევისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები