ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" 7 ქართული NGO-ს ანგარიშების გაყინვის გამო განგაშის სიგნალი ჩართო
ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" 7 ქართული NGO-ს ანგარიშების გაყინვის გამო განგაშის სიგნალი ჩართო. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ "საერთო სამართლის შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობას, სასამართლოს შენობებიდან გააშუქონ ინფორმაცია.
"2025 წლის 24 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჟურნალისტების სასამართლოს შენობიდან რეპორტაჟების გაკეთების შესაძლებლობას. მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონპროექტი კრძალავს ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერების გაკეთებას ან ტრანსლაციას სასამართლოებში, სასამართლო დარბაზებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე — გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნებადართულია და ხორციელდება სასამართლოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს უფლება, მოახდინოს სასამართლო სხდომების ჩაწერა და ვალდებულია ეს მასალა სხვა მედიასაშუალებებსაც გაუზიაროს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას არ გააკეთებს, ჩაწერის შესაძლებლობა სხვა ტელეკომპანიებს გადაეცემათ. აღნიშნული ჩარჩო ახალი ცვლილებებით უქმდება. ასევე უქმდება ნორმები, რომლებიც ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს ჩაიწერონ სასამართლოს დერეფნებში და ეზოებში, და რომლებსაც ჰქონდათ გარანტია, რომ მათი ჩაწერის მოწყობილობები კონფისკაციისგან დაცული იქნებოდა", — წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ჟურნალისტებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ სასამართლოებში სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან.
"მედია ადვოკატირების კოალიციამ", რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანებაა, აღნიშნა, რომ ინიციატივა "სერიოზულად შეზღუდავს მედიის მუშაობას და ფაქტობრივად გააუქმებს სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივ კონტროლს." სასამართლო პროცესების გაშუქებაზე — განსაკუთრებით, იმ საქმეებზე, რომლებიც ბოლო აქციებს უკავშირდება — ჟურნალისტებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ სასამართლოებში სხვადასხვა ბარიერს აწყდებიან.
პროექტის მიხედვით, ვიზუალური და აუდიომასალების ჩაწერის ნებართვის გაცემის საკითხი მთლიანად მოსამართლეების დისკრეციაში გადავა. მოსამართლეს შეეძლება მხოლოდ ოფიციალური მიმართვის საფუძველზე და დასაბუთებული გადაწყვეტილებით მისცეს ჟურნალისტებს ჩაწერის უფლება. გარდა ამისა, სასამართლოს მიეცემა უფლება, მოსმენიდან შერჩევით გაავრცელოს აუდიოვიზუალური მასალა, თუ ეს კანონიერად ჩაითვლება.
მედიაპროფესიონალები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ცვლილებები ინსტიტუციონალიზებულად დააწესებს შეზღუდვებს სასამართლო პროცესებზე წვდომაზე და შეამცირებს გამჭვირვალობას, განსაკუთრებით პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში. ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილება პარლამენტში, სადაც უმრავლესობას მმართველი პარტია ფლობს", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები