ელენე ხოშტარია

27 Aug. 2025, 16:57

"იწურება ვადა, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, რათა გადავარჩინოთ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. აქ გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო, რომ ქართულ ოცნებას შეეწყვიტა ძალადობა, პოლიტიკური დევნა, კრიზისის გაღრმავება და სახელმწიფოებრიობის ნგრევა, რომლითაც არის დაკავებული "რუსული ოცნება" ბოლო წლების განმავლობაში.
ბუნებრივია, არანაირი მოლოდინი არ ყოფილა, რომ "რუსული ოცნება" რამეს შეასრულებს, მაგრამ სწორედ რამდენიმე დღით ადრე, სწორედ ამ ფონზე, "რუსული ოცნება" გამოდის და თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს. მათ აყაჩაღებს და ყადაღა რომელიც დაადეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს არის ყაჩაღობა და ფულის მოპარვა პირდაპირ რუსულ სტილში. მათ ემუქრებიან დაჭერით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა აღფრთოვანება მინდა გამოვხატო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში, საკუთარი კომფორტის, საკუთარი კარგად ყოფნის შეზღუდვებით ამ ყველაფრის ხარჯზე, იცავს საქართველოს ინტერესებს. ეს არის ისტორიული პრინციპულობა, რომელსაც ავლენს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები.

სწორედ ამიტომ, სწორედ ამ გაუტეხელი ბრძოლის გამო, ხელისუფლება მათ თავს დაესხა, წაართვა ფული და ემუქრება დაჭერით. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი რუსულ სტილში. არასამთავრობოებს ესხმიან თავს მხოლოდ რუსეთში, მხოლოდ რუსეთში სადაც ანგრევენ სახელმწიფოს. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა და არასდროს აღარ გვქონდეს ევროპული პერსპექტივა. რომ საქართველო მოექცეს სრულ იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან აქედან გამომდინარე, ჩენი ვალია, რომ ამას არ შევეგუოთ მაშინ როდესაც შეუთავსებელია ქართული ოცნება და უვიზო მიმოსვლა.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რუსული ოცნების წინააღმდეგ, დავასრულოთ რუსული ოცნება და ვანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ამ არაკონსტიტუციურ ძალას.
სწორედ ამიტომ 13 სექტემბერს, ჩვენ ვიკრიბებით თსუ-სთან 7 საათზე. კიდევ ერთხელ მოვახდენთ ჩვენი მტკიცე ბრძოლის დემონსტრირებას!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…