საბა ბრაჭველი

18 Aug. 2025, 17:38

"რომ იცოდეთ, როგორ ადამიანებს შეუფარდეს დღეს პატიმრობა:

— არასოდეს ჩაუდენიათ რაიმე დანაშაული;

— არასოდეს ჩაუდენიათ ადმინისტრაციული გადაცდომა, გზის გადაკეტვის გარდა;

— არასოდეს ჩაუდენიათ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა;

— სრულად მონაწილეობდნენ გამოძიებაში, იარეს გამოკითხვებზეც და ამოცნობებზეც, როცა იძახებდნენ;

— საქმეში არ არსებობს ბრალდების მოწმეები, გარდა ბექა გოცირიძისა, ვისაც თორნიკე და მინდია არ იცნობენ (მოწმეებზე ზემოქმედების რისკიაო არადა);

— თორნიკე რვა წელია არის საჯარო მოხელე, მთავარი აუდიტორი;

— თორნიკეს პასპორტიც კი არ აქვს, არ გააჩნია რაიმე კონტაქტი საზღვარგარეთ, რაც მიმალვის რისკს გამორიცხავს;

— ანალოგიურად, მინდიას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მასზეა დამოკიდებული

— თვითონ დანაშაული, რასაც ედავებიან, ნაკლებად მძიმეა, ორწლიანი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებრივ სამუშაოს

— და რაც მთავარია: ვერავინ უარყოფს, რომ ეს დაპირისპირება, გინება, დამცირება პროვოკატორმა დაიწყო, პასუხად კი ჯანმრთელობის არავითარი დაზიანება არ მიუღია

ამ ადამიანებს და ასეთ საქმეში თუ პატიმრობას უფარდებენ, თქვენ რა მოგივათ, ვისაც პასპორტებიც გაქვთ და გადაცდომებიც?

და თორნიკეს და მინდიას კი ვუშველით, მაგრამ სხვების უსამართლობის სადარაჯოზე მყოფი ხალხი თუ ასე სათითაოდ გამოგვაცალეს, თქვენ რომ მოგადგებიან (და კი მოგადგებიან), თქვენ რა გეშველებათ მერე?"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  3. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  4. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  5. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს

2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა ნინო გვიშიანი თავისი შვილის საქმის გამოძიებას და…