საბა ბრაჭველი

16 Aug. 2025, 21:42

"რუსთაველზე ჩემი და თორნიკეს "სამორიგეო" ადგილები გვერდიგვერდ, — ზედ შუა გზაზე, ორღერძულა ხაზთან დაემთხვა. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს რუსთაველამდეც ვიცნობდით და მერე მისი ნახვა განსაკუთრებით მიხაროდა ხოლმე.

მე არ ვყოფილვარ იმ საღამოს, როცა ნაკაცარმა ბექა გოცირიძემ ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი. დანა ამოუვარდა, ბიჭებმა ის პატრულს გადასცეს და დააოქმებინეს. პატრულმა გაიყვანა თვითონ ის არაკაციც, აქედან ყველანაირი ექსცესების და შეურაცხყოფების გარეშე.

ანუ: ეს გოცირიძე ჯიბეში დანით და ხმამაღალი გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა, და პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვეს, შემდეგ პატრულს გააყვანინეს, და ვინ იცის, იქ მყოფი სხვა ადამიანები რამხელა უბედურებისგან გადაარჩინეს.

Tornike აუცილებლად და მალე შევხვდებით ისევ ჩვეულ ადგილას, მინდიასთან ერთად. ბურთსაც ისევ გააგორებ. ბექა გოცირიძესაც აუცილებლად ვნახავთ თქვენთან ბოდიშების მოსახდელად ჩოქვით მოსულს. შენნაირი ადამიანები გვყავს და ამიტომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არ შეიძლება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით

404 Media-ს უწყებით, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI ასობით კონტრაქტორს ქირაობს, რომლებიც ჩატბოტთან მომხმარებლების…