თამთა მიქელაძე

6 Aug. 2025, 14:56

"როგორც ჩანს, ის საერთაშორისო და საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც ამ საქმეს ახლდა თან — ამან გამოიწვია გარკვეული გავლენა სასამართლოზე და 353-ე პრიმა 353-ედ გადააკვალიფიცირა, მაგრამ მან მაინც არ გაითვალისწინა მთელი ამ საქმის კონტექსტი, მზია ამაღლობელის პერსონალური გარემოებები. ეს სასჯელი ჩემი გადმოსახედიდან, არაპროპორციულია და უსამართლო. დაცვის მხარე მის გამართლებას ითხოვდა. გასაგები იყო, რომ ამ სასამართლო სისტემაში ჩვენ ამას ვერ მივაღწევდით, მაგრამ ნამდვილად სასამართლოს შეეძლო უფრო სამართლიანი და პროპორციული სასჯელის გამოყენება, რომელიც, სამწუხაროდ, აქ ვერ ვიხილეთ, რაც, რა თქმა უნდა, მძიმეა მზიასთვის. 

ნამდვილად იქნებოდა ადეკვატური სხვა სასჯელის გამოყენება. სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გააკეთა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების განზრახვა, რომ მზია ამაღლობელი უნდა დაისაჯოს და სასჯელი მატერიალიზებული უნდა იყოს — ის ციხეში უნდა იჯდეს — ეს განზრახვა შეასრულეს. სასჯელის შემცირებით, დაბალი კვალიფიკაციის მიცემით მათ თითქოს, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა აჩვენეს, თუმცა სასჯელის უსამართლობა ისევ ძალიან მძიმე ფაქტორად რჩება ამ საქმეში."

განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელის განაჩენი მოისმინა.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ — ბრალდება 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან დაჯარიმებას გულისხმობდა — მაგრამ, სანქცირებულმა სახელაშვილმა ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ