ეთერ თურაძე

6 Aug. 2025, 14:26

"თავდასხმა რომ აბსურდი იყო დადასტურდა ეს, მაგრამ განაჩენი რაც არის — ესეც არის აბსურდი. მზია ამაღლობელი ორი წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს. მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. იმიტომ, რომ მან რაც ჩაიდინა დანაშაული არ არის. კვალიფიკაცია არის არასწორი და უნდა გათავისუფლდეს. 

ვერ გაბედა სახელაშვილმა მზია ამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს და ახლა და აქ. ამ დარბაზიდან ვერ გაბედა ეს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას უდანაშაულობა ამ ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება. 

ხალხო, შეუძლებელია, რომ სილის გაწვნის გამო ადამიანს თავდასხმას ედავებოდნენ და შემდეგ ასეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ როგორმე. არ ვიცი წარმოუდგენელია." 

თქვა ეთერ თურაძემ "TV პირველის" ეთერში მზია ამაღლობელის განაჩენის მოსმენის შემდეგ. 

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ — ბრალდება 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან დაჯარიმებას გულისხმობდა — მაგრამ, სანქცირებულმა სახელაშვილმა ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ