რა ფუნქციები დაემატა თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას
ფოტო: TBC
ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ცნობილი კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირება, ანუ მათი აქციების ყიდვა, რთულ ტექნიკურ პროცესთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში ამის გაკეთება ისეთივე მარტივია, როგორც მობაილბანკში ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება. კერძოდ, იმისათვის, რომ შენთვის სასურველი კომპანიის ფასიანი ქაღალდი იყიდო ან გაყიდო, სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გჭირდება.
ფასიან ქაღალდებში ინვესტირება თანამედროვე სამყაროში ფულის დაბანდების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევა. ამ დროს კომპანიის ან სავაჭრო ფონდის აქციებს ყიდულობ იმ გათვლით, რომ სამომავლოდ მისი ღირებულება მოიმატებს და შესაბამისად, შენი კაპიტალიც გაიზრდება. უნდა გაითვალისწინო, რომ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ფლობა გჭირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთი საინვესტიციო პლატფორმა შეარჩიო, რომელიც ინვესტირების პროცესს გაგიმარტივებს.
სად შეგიძლია ივაჭრო აქციებით
ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც ფასიან ქაღალდებში ინვესტირების საშუალებას იძლევა, თიბისის მობაილბაკია. როგორც ცნობილია, აქ ამერიკული აქციებისა და ფონდების შეძენა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. ამასთან, მობაილბანკი არაერთ ისეთ ხელსაწყოს გთავაზობს, რაც ინვესტირების გზის გავლას გიმარტივებს.
მაგალითისთვის, ასეთ ხელსაწყოებს შორის არის სმარტ პორტფელი, რომელიც ავტომატურად მართვად ჭკვიან სისტემას წარმოადგენს. სმარტ პორტფელი გემხარება ინვესტიცია ჩადო ისეთ აქტივში, რომლის მართვასაც შენი მხრიდან მინიმალური ჩართულობა დასჭირდება. ის განსაკუთრებით ხელსაყრელია დამწყები ინვესტორებისთვის, რომლებსაც ამ საქმეში ნაკლები გამოცდილება აქვთ.
კიდევ რა ფუნქციები აქვს თიბისის მობაილბანკს
ბოლო პერიოდში საინვესტიციო პლატფორმას ლიმიტის და სტოპ დავალებებიც დაემატა. ეს ორი ფუნციონალი ინვესტირების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, რადგან:
ლიმიტის დავალება საშუალებას გაძლევს იყიდო და გაყიდო აქციები შენს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფასად. უფრო კონკრეტულად, ამ ხელსაწყოს საშუალებით შეგიძლია კონკრეტულ აქციაზე მიუთითო ფასი, რა ფასადაც გსურს აქციის შეძენა ან გაყიდვა. როდესაც ფასიანი ქაღალდის ღირებულება შენს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფასს მიაღწევს, მობაილბანკი ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მას. ლიმიტის დავალება გეხმარება აქციები შენთვის სასურველ ფასად ბაზარზე მუდმივი დაკვირვებისა და კონტროლის გარეშე შეიძინო.
სტოპ დავალება კი შენი ინვესტიციის რისკების დაზღვევისთვის გამოგადგება. ეს ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს განსაზღვრო შენი აქციის მინიმალური ფასი, რომელზეც მისი გაყიდვა გსურს. მაშინ, როდესაც ბაზარზე ფასი ამ კონკრეტულ ნიშნულს მიაღწევს, გაყიდვის ტრანზაქცია ავტომატურად შესრულდება. სტოპ დავალება საშუალებას გაძლევს მნიშვნელოვნად შეამცირო რისკები და დაიცვა საკუთარი პორტფელი ბაზრის მერყეობის პირობებში. მისი საშუალებით შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო საკუთარი პორტფელის ქვედა ზღვარი და ბაზარზე მუდმივი დაკვირვების გარეშეც კი დარწმუნებული იყო, რომ რისკები გადაზღვეული გექნება.
თუ ინვესტირების დაწყება გსურს, უნდა იცოდე, რომ ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თიბისის მობაილბანკია. აქვე გეტყვით იმსაც, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები