არასაპარლამენტო ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების გიორგი მარგველაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იყო, რომლებიც უფასო სარეკლამო დროს განთავსებას შეეხება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე იმუშავებს.
ჯგუფი უახლოეს დღეებში შეიკრიბება და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს ჩამოაყალიბებს და ცვლილებათა პაკეტს შეიმუშავებს.
პრეზიდენტი პარლამენტს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს და შენიშვნებს ორი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე შესთავაზებს.
ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მათი მიზანია ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის გარკვეული კონსესუსი შედგეს საარჩევნო გარემოსთან დაკავშრებით:
"ასევე, ისეთი კონკრეტული საკითხი რასაც ქვია სარეკლამო დროის განაწილების თემა, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის განსაზღვრის თემა, რასაც ქვია საარჩევნო ნორმის განსაზღვრის თემა, ანუ ყველა ის მუხლი რომელზეც შესაძლებელია კორექტირების გაკეთება, გახდეს პრეზიდენტის მსჯელობის საგანი და ამ ფორმით შევეცადოთ, ცოტათი მაინც ან მნიშვნელოვნად მაინც გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო".
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი გიორგი ახვლედიანი აღნიშნულ კანოონპროექტს "პოლიტიკურ კრიმინალს" უწოდებს:
"პოლიტიკური კრიმინალი ჯერ კიდევ გრძელდება პარლამენტში. ორი მოსმენით უკვე იქნა მიღებული დანაშაულებრივი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძალიან ბევრი პარტიის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე, კონკრეტული პარტიების კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. ერთმნიშვნელოვნად ეს არის დანაშაულებრივი, მიუღებელი კონსტიტუციის დარღევა".
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე კანონპროექტის 2 მოსმენით მიღების ფაქტს უკანონო ქმედებად აფასებს:
"მაშინ როდესაც უკვე გამოცხადებულია ოფიციალურად საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური პარტიის მდგომარეობა იცვლება უარესობისაკენ, როდესაც ერთი წუთიდან სარეკლამო დრო ჩამოგყავს 27 წამზე და რეალურად არავითარი გზავნილის მიტანა მოსახლეობამდე ამ 27 წამში არ შეიძლება, ცხადია ეს არის უკანონო ქმედება".
საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გოგნიაშვილი ამბობს, რომ მას გიორგი მარგველაშვილის იმედი აქვს:
"ჩვენ იმედი გვაქვს პრეზიდენტის, იმიტომ რომ სხვა საკითხებზეც არაერთხელ გამოუხატია მას ძალაინ სწორი ხედვა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და სწორედ ამიტომ მოვედით დღეს ჩვენ აქ, რომ კიდევ ერთხელ ჩავაყენოთ საქმის კურსში პრეზიდენტი და ვთხოვოთ, რომ მან გამოიყენოს ვეტოს უფლება რათა კიდევ არ ქონდეს ხელშეწყობა ამ გაუარესების პროცესს".
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია ასევე მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტი მიღების შემთხვევაში ზოგიერთი პარტიის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს:
"პირობითად ხუთი წუთი, რომელიც არის ექვს სუბიექტზე, გადანაწილდება 11 სუბიექტზე და ერთი წუთი ვისაც ჰქონდა, მას ექნება 30 წამი, მაგრამ ამაზე არაა ლაპარაკი. თუ ეს კანონი შევიდა ძალაში, შემდგომ არჩევნებში თუ იქნება ბევრი კვალიფიციური სუბიექტი, გამოდის ის რომ ხუთი წუთი შეიძლება განაწილდეს 30-ზე, 20-ზე და გამოდის, რომ პოლიტიკური პარტიები მარტო გამარჯობის თქმას მოასწრებენ და მორჩა მეტი არაფერი".
კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. მისი მიღების შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვს. მოთხოვნებს საპარლამენტო ოპოზიციაც იზიარებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები