ხატია დეკანოიძე

19 Jul. 2025, 11:39

"თითქმის ყველას გამოგვრჩა ინფორმაცია, რომ აჭარაში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც გეგმავდნენ გამდიდრებული ურანის რეალიზაციას.

ეს არის ამბავი, რითაც ჩვენი ქვეყანა მოექცა მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოსალოდნელ კატასტროფასთან ერთად.

ეს დანაშაული იმსახურებს დიდ ყურადღებას. 3 მლნ დოლარის გამდიდრებული ურანი, რომელიც ოფიციალურო წყაროების მიხედვით "არის ბირთვული მასალა, რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის".

ამის შემდეგ, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთილი მკვლელობა ხდება. დღისით, უამრავი ადამიანის თანდასწრებით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. კატასტროფა ის არის, რომ ურანი ხვდება საქართველოში ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი გზით და შემდეგ ეძებს გასასვლელ არხებს შავ ბაზარზე.

საქართველო ხდება ფულის, ურანის და ფსიქოტროპული ნივთიერებების, დაქირავებული მკვლელების გასარეცხი ჰაბი, რომლის ამოშრობაც თითქმის შეუძლებელია ამ კლეპტოკრატიაში და რუსების აქტიურ შემოდინებაში. აღარ მოქმედებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ტექნიკური და ოპერატიული დახმარება, რომელიც შეჩერდა რეჟიმის პირობებში.

გაცილებით უფრო დიდი კატასტროფა გველოდება იზოლაციის პირობებში.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ერთ-ერთი სტანდარტიც ეს იყო: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ დროს, მზია ამაღლობელს ებრძვის მთელი რესურსით რეჟიმი და ამტკიცებს, რომ კაცი კაცია და ბებია ბებიაა.."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს

2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ, საიას გამგეობის წევრთა…