რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერის შვილი დააკავეს
ფოტო: სოციალური ქსელი
აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის შაჰინ შიხლინსკის ვაჟი მუთვალი შიხლინსკი ორშაბათ საღამოს სვერდლოვსკის ოლქში, ეკატერინბურგში, მას შემდეგ დააპატიმრეს რაც, თითქოსდა, პოლიციის ოფიცრებს მამამისის დაპატიმრების დროს ავტომობილით დაეჯახა.
რუსულმა მედიასაშუალებამ E1.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1-ელ ივლისს, როდესაც პოლიცია შაჰინ შიხლინსკის დაკავებას ცდილობდა, მუთვალი შიხლინსკიმ მანქანა უკან დახია და პოლიციელს მანქანის კარით დაეჯახა, რის შედეგადაც მან თავი ასფალტს დაარტყა.
ის სამშაბათს დააკავეს — ინციდენტიდან ორი კვირაზე მეტი ხნის შემდეგ — ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის გამოყენების ბრალდებით. სასამართლო ეკატერინბურგის ლენინსკის რაიონულ სასამართლოში ოთხშაბათს გაიმართება.
"საწყის მონაცემებზე დაყრდნობით, გამომძიებლები მუთვალის დაპატიმრებას ითხოვენ, რაც ნიშნავს, რომ ის გამოძიების პერიოდში წინასწარ დაკავების ცენტრში დარჩება," — დაწერა E1.ru-მ.
"დაპატიმრების დეტალები ცნობილი გახდა. მოსალოდნელია, რომ მუთვალის საცხოვრებელი ბინა გაიჩხრიკება. ამჟამად ის დაკავებულია ორი დღით; ამის შემდეგ ჩატარდება სასამართლო პროცესი," — აღნიშნავს მედიასაშუალება.
შაჰინ შიხლინსკი 1-ელ ივლისს დააკავეს — სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც ორ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ძმას — ზიადინსა და ჰუსეინ საფაროვებს ეხება — რომლებიც დაკავების დროს დაიღუპნენ. ძმებ საფაროვებს ბრალი 2001-2011 წლებში ეკატერინბურგში ჩადენილ მკვლელობათა სერიასა და მკვლელობის მცდელობებში ედებოდათ. მათი სიკვდილი, რომელსაც ბაქო ცემასა და წამებას მიაწერს, ხოლო კრემლი უარყოფს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის იმ დაპირისპირების მიზეზი გახდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ადგილობრივ რუსულ მედიასთან ინტერვიუში მუთვალი შიხლინსკიმ განაცხადა, რომ მამამისი ათწლეულების წინ იგივე საქმის ფარგლებში უკვე დაკითხული იყო, თუმცა მაშინ გაათავისუფლეს.
მამა და ვაჟი ორივე იურისტია და რეგისტრირებულნი სვერდლოვსკის ოლქის ადვოკატთა კოლეგიის ოფიციალურ ვებსაიტზე არიან.
შაჰინ შიხლინსკი გამოჩენილი ფიგურაა ეკატერინბურგის აზერბაიჯანულ საზოგადოებაში და რამდენიმე კომპანიასა და არასამეწარმეო ორგანიზაციას, მათ შორის — ეროვნულ-კულტურულ გაერთიანება "აზერბაიჯანი–ურალს" ფლობს, რომელიც აზერბაიჯანულ ეროვნულ დღესასწაულებს აორგანიზებს.
აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიასაშუალების Olaylar.az-ის ცნობით, შაჰინ შიხლინსკი აფინანსებს გადაცემას აზერბაიჯანზე, რომელიც ეკატერინბურგში კვირაში ორჯერ ორ ფედერალურ ტელეარხზე გადაიცემა.
"რუსეთში ერთადერთი ოფიციალურად რეგისტრირებული აზერბაიჯანული სკოლა ეკატერინბურგში მდებარეობს. სწორედ მან შეძლო აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს გახსნა ეკატერინბურგში," — ნათქვამია სტატიაში.
მისი ვაჟი, მუთვალი შიხლინსკი, ეკატერინბურგში რამდენიმე რესტორანს ფლობს.
მოსკოვსა და ბაქოს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ახლოს მომხდარი "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ გრძელდება, რუსმა ხელისუფლებამ ეკატერინბურგში ათეულობით სხვა აზერბაიჯანელი დააკავა. ბაქო კატასტროფის გამო რუსეთს ადანაშაულებს.
ეკატერინბურგში დაკავებების საპასუხოდ, ბაქომ დაახლოებით ორი ათეული რუსეთის მოქალაქე დააკავა და დააპატიმრა, მათ შორის პროკრემლისტური სააგენტო Sputnik Azerbaijan-ის ჟურნალისტები, რომლის ლიცენზიაც 2024 წლის თებერვალში გაუქმდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები