საბა ბრაჭველი: ვინც გასაჩივრებულ ჯარიმაზე ჩემსავით შსს-ს პასუხს ელოდით, პირდაპირ სასამართლო დაგიკავშირდებათ
"ვინც გასაჩივრებულ ჯარიმაზე ჩემსავით შსს-ს პასუხს ელოდით, პირდაპირ სასამართლო დაგიკავშირდებათ, ხოლო აწი ვისაც დაგჭირდებათ გასაჩივრება — საჩივარი სასამართლოში უნდა ჩააბაროთ", — იურისტი საბა ბრაჭველი ოცნების ხელისუფლების ახალ საკანონმდებლო ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ამკაცრებს.
მისი თქმით, მიმდინარე ცვლილებები "დაშინების მორიგი მცდელობაა", "დამაშინებლად ჟღერს 30-დღიანი პატიმრობა ჯარიმების გადაუხდელობის გამო და შეიძლება, საჩვენებლად, ვინმეზე გამოიყენონ კიდეც, მაგრამ მასიურად ამხელა პატიმრობებს ვერც ახლა აწევენ".
"არის კანონები, რომლებსაც ქოცები მხოლოდ თქვენს დასაშინებლად იღებენ და კანონები, რომლის გამოყენებასაც მართლა აპირებენ. გუშინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ორივეს მაგალითი გვხვდება.
პირველის მაგალითი გზის გადაკეტვის ჯარიმის გასაჩივრების ცვლილებაა. როგორც გახსოვთ, თებერვალში ახალი წესი შემოიღეს, შსს-ს მაქსიმალურად ბევრი ჯარიმა რომ დაეწერა და რუსთაველის გადაკეტვა შეჩერებულიყო. მაშინ ვვარაუდობდით (და ანგარიშვალდებულებისთვის ჩემი პროგნოზის პოსტსაც ჩავაგდებ ქვემოთ), რომ შსს ამდენი ჯარიმის პროცესინგს ვერ აუვიდოდა და ჯარიმების გადახდა დროში გაიწელებოდა. ეს ასეც მოხდა და თებერვლის შემდეგ ჯარიმების ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია სასამართლოში გადაფორვარდებული.
ამიტომ, მაშინ ვამბობდით, რომ ამ ცვლილებას რუსთაველზე არანაირი გავლენა არ უნდა მოეხდინა — ერთი შსს-ის ბუღალტერიაში გაჭედვის გამო, მეორე იმიტომ, რომ პირბადეებით გზის გადაკეტვა მთელ ამ შრომას წყალში ყრიდა, და მესამე - ბოლოს და ბოლოს, ვისაც ჯარიმას დაუწერდნენ, ფონდები უნდა მიხმარებოდნენ. მესამე ნაწილი შეიცვალა, რადგან ფონდები დააყადაღეს და იმ ერთში, რომელიც მუშაობს, ბიზნესი ფულის გადარიცხვას არ ჩქარობს. თუმცა, პირველი ორი ძალაშია და რუსთაველის გადაკეტვაც გრძელდება. პროგნოზის მსგავსად, ასევე ვერ იმუშავა დაშინებამ იმის შესახებ, რომ ადამიანებს მასიურად 30 და 60 დღით გაუშვებდნენ იზოლატორებში - რადგან ჯამურად მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე ასეული ადგილია და ამხელა პატიმრობები თვითონ არ აწყობთ.
ახლა რა შეცვალეს? შსს ადგა და ჯარიმების ბუღალტერია, რაც თებერვლის შემდეგ ჰქონდა შეტენილი, სასამართლოს გადაულოცა. ამ წვალების მოშორება ალბათ ახალი მინისტრის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო. პრაქტიკაში მხოლოდ ის იცვლება, რომ ვისაც გასაჩივრებულ ჯარიმაზე ჩემსავით შსს-ს პასუხს ელოდით, პირდაპირ სასამართლო დაგიკავშირდებათ, ხოლო აწი ვისაც დაგჭირდებათ გასაჩივრება — საჩივარი სასამართლოში უნდა ჩააბაროთ.
ამრიგად, ეს ცვლილება დამაშინებლად ჟღერს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. თუ აქამდე "ბუღალტერია" და "ბექლოგი" შსს-ს ჰქონდა შეტენილი, ახლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველ შვიდ მოსამართლეს ექნება. რამდენად სწრაფად შეძლებენ იმის დაპროცესებას, რაც შსს-ს თვეები არ გამოუვიდა, მაგას ერთად ვნახავთ. ანალოგიურად, დამაშინებლად ჟღერს 30-დღიანი პატიმრობა ჯარიმების გადაუხდელობის გამო და შეიძლება, საჩვენებლად, ვინმეზე გამოიყენონ კიდეც, მაგრამ მასიურად ამხელა პატიმრობებს ვერც ახლა აწევენ. მოკლედ, ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენი დაშინების მორიგი მცდელობაა, თორემ მათთვის, ვინც რუსთაველზე პირბადით გადის, არაფერი იცვლება", — წერს იურისტი საბა ბრაჭველი.
საკანონმდებლო ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი სამართალდამცავების დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფის, შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული და პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. გარდა იმ ზოგადი გამონაკლისებისა, რაც "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა" გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოებების სახით პატიმრობის გამოყენების დროს.
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები