Tamada-ს პრესტიჟული გერმანული პროექტი Colors მსოფლიოს აცნობს
ფოტო: ColorsxStudios
ქართველი მუსიკოსის, ლაშა ჩხაპელიას, წარმატებული პროექტი Tamada პრესტიჟული გერმანული პლატფორმის ფოკუსში აღმოჩნდა. პროექტი ColorsxStudios მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული მუსიკოსების მსოფლიოსთვის გაცნობას. ამ მიზნით, ის საკუთარ იუთუბ არხზე, რომელსაც 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, შემსრულებლების ექსკლუზიურ ცოცხალ ჩანაწერებს ტვირთავს, პარალელურად კი, ვებგვერდისთვის ვრცელ ინტერვიუს წერს მათთან. სხვადასხვა დროს პროექტმა უმასპინძლა ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ბილი აილიში და Doja Cat. ახლა კი ქართველი Tamada-ის ჯერიც დადგა.
ხალხური მელოდიებისა და ალტერნატიული მუსიკის ნაზავით ცნობილმა Tamada-მ Colors-ისთვის თავისი ახალი ალბომიდან ორი სიმღერა შეასრულა. პირველი ტრეკი, დაო, უკვე აიტვირთა პროექტის იუთუბ არხზე.
"ეს სარკასტული სასიყვარულო სიმღერაა", — აღნიშნავს Tamada Colors-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, — "ისეთ სიყვარულზეა, ვიღაც დედმამიშვილად რომ უფრო გიყურებს, ვიდრე შეყვარებულად. სიმღერის სახელს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ის, ერთი მხრივ, 'დას' ნიშნავს, მეორე მხრივ კი, ალუზიაა დაოსისტურ ჰარმონიის ფილოსოფიაზე. ეს სიმღერა სიყვარულს იუმორით უფრო უდგება".
ფოტო: Tamada
ამავე ინტერვიუში ქართველმა მუსიკოსმა ისაუბრა, როგორ შეიქმნა პროექტი Tamada. მის ჩამოყალიბებამდე ლაშა ჩხაპელია საკუთარი სახელით ქმნიდა განსხვავებული სტილის მუსიკას, თუმცა, ყველაფერი ერთი შემთხვევის შემდეგ შეიცვალა: როცა შემსრულებელი აივნიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ამას მოყოლილ წოლით რეჟიმში გატარებულმა ექვსმა თვემ მუსიკოსს "თვითანალიზისკენ" უბიძგა; ასე გაჩნდა ჩხაპელიას ალტერ-ეგო, ტრადიციების მოყვარული ქართველი კაცი სიმბოლური სახელით — თამადა.
///
მუსიკოსის თქმით, მისი სიმღერები თავისუფლებასა და პატივისცემაზეა. ამ ღირებულებებს ემსახურება Tamada-ის ახალი ალბომიც, რომელსაც მარტის ბოლოსკენ მოვისმენთ.
"ალბომი გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს, დაყოფისა და სიძულვილის დასრულებისკენ", — ამბობს Tamada, — "ის ეხება დაპირისპირებულ პოლიტიკურ სექტორებს საქართველოში. ყველა სიმღერა კონსერვატორებისა და ლიბერალების გაერთიანებას ესწრაფვის: მათთვის იმის ჩვენებას, რომ ჩვენი საზოგადოების ფუნქციონირებისათვის ორივე მხარე მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თვითონ მნიშვნელოვანია. რწმენა-შეხედულებების გამო უდიერად მოპყრობას არავინ იმსახურებს".
Tamada დასძენს, რომ "პატივისცემის გარეშე თავისუფლება არც დღეს არსებობს და არც მომავალში იარსებებს".
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები