მამუკა ხაზარაძე

23 Jun. 2025, 16:46

ეს სამარცხვინო სპექტაკლი ასე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრი ჯაფარიძესაც იმავე სასჯელს გამოუტანენ, ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს. გამორიცხულია! სადაც არ უნდა ვიყოთ, საკანში თუ გარეთ ვიქნებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება. მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ! თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში დაირაზმება და ამათ გავყრით, დემონტაჟი დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა — ზურა, ნიკასაც და ნიკასაც. ახლა სახლში ჯდომა, ხელებისა და ყურების ჩამოყრა არის დანაშაული. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს! ამის უფლება არ უნდა მივცეთ! თბილისი უნდა დავიბრუნოთ! დავშალოთ რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად! ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…