მამუკა ხაზარაძე

16 Jul. 2025, 11:28

"მივესალმები ლელო-ძლიერი საქართველოსა და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.

3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის.

არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ ქართული ოცნების ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე — ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა.

ჩვენი მიზანი უცვლელია — ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია — ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

ჩვენ, ლელო-ძლიერი საქართველო, ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია.

მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში! ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების - ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია!"

წერს "ძლიერი საქართველოს" პატიმრობაში მყოფი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ციხიდან გამოგზავნილ წერილში. შეგახსენებთ, რომ კოალიციამ "ლელო - ძლიერი საქართველო" და პარტიამ "გახარია — საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 14 ივლისს გააფორმეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…