ვოლოდიმირ ზელენსკი: "ეს ოპერაცია ისტორიის წიგნებში აუცილებლად შევა"
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის რუსეთის ფედერაციის 4 რეგიონზე მასშტაბურ თავდასხმას X-ზე ეხმაურება. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით ეს უნიკალური ოპერაცია იყო, რომელიც წელიწადნახევარი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორის გვერდით იგეგმებოდა.
"ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ოპერაციისთვის მზადება წელიწადნახევარი გრძელდებოდა და ჩვენი "ოფისი" რუსეთის ტერიტორიაზე პირდაპირ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორატის გვერდით მდებარეობდა.
ოპერაცია 117 დრონმა ჩაატარა, შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორებით. საჰაერო ბაზებზე განლაგებული სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავების 34% დაბომბეს.
ჩვენ გავაგრძელებთ ამ სამუშაოს," — წერს ზელენსკი.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ოპერაციის მომზადებაში თვითონაც მიიღო მონაწილეობა და რუსეთიდან დროულად გაიყვანეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილ მალიუკის შეხვდა და წარმატებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ "ეს ისეთი ოპერაციაა, რომელიც ისტორიის წიგნებში აუცილებლად შევა".
"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა წარმოადგინა ანგარიში დღევანდელი ოპერაციის შესახებ. აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი — შედეგი, რომელიც მხოლოდ უკრაინამ შეძლო. ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე გავიდა ოპერაციის დაგეგმვის დაწყებიდან მის წარმატებულ განხორციელებამდე. ეს ჩვენი ყველაზე შორ მანძილზე შესრულებული ოპერაციაა.
ოპერაციის მოსამზადებლად ჩართული პირები დროულად იქნენ გაყვანილნი რუსეთის ტერიტორიიდან. გენერალ მალიუკს უკრაინის ამ წარმატებისთვის მადლობა გადავუხადე. უსაფრთხოების სამსახურს დავავალე, საზოგადოებას მიაწოდოს ის დეტალები და შედეგები, რომელთა გასაჯაროებაც ამ ეტაპზე შესაძლებელია. ცხადია, ყველაფრის თქმის უფლება ახლა არ გვაქვს, მაგრამ ეს ისეთი ოპერაციაა, რომელიც ისტორიის წიგნებში აუცილებლად შევა.
უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ამას სრულიად სამართლიანად აკეთებს — ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დასრულების აუცილებლობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა დაასრულოს.
დიდება უკრაინას!" — წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის ფედერაციის 4 რეგიონში — ოლენიას, ბელაიას, დიაგილევოს და ივანოვოს აეროდრომებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შემდეგადაც ათობით თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკვე 40-ზე მეტი ბომბდამშენი იქნა განადგურებული. ზარალმა შესაძლოა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები