უკრაინულმა დრონებმა 4 რუსული ავიაბაზა დაბომბა — ზარალმა, შესაძლოა, $2 მლრდ-ს გადააჭარბოს
უკრაინამ რუსეთის ფედერაციის 4 რეგიონში — ოლენიას, ბელაიას, დიაგილევოს და ივანოვოს აეროდრომებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შემდეგადაც ათობით თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკვე 40-ზე მეტი ბომბდამშენი იქნა განადგურებული. ზარალმა შესაძლოა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) კვირას, 1 ივნისს, რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურების მასშტაბურ ოპერაცია ჩაატარა.
DW-ის ცნობით, ოპერაციის დროს, რომელსაც კოდური სახელწოდება "ობობას ქსელი" ჰქონდა, 40-ზე მეტი რუსული ბომბდამშენი იქნა განადგურებული, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3, ზარალი 2 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული.
რუსული Telegram არხები წერენ, რომ "ქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა მოხდა, რომლებიც ადგილობრივი ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებული სატვირთო მანქანიდან გამოფრინდნენ", — წერს ტელეგრამ-არხი Baza.
რუსული ტელეგრამ-არხ "რიბარის" ცნობით, "თავდასხმა FPV დრონებით განხორციელდა, რომლებიც ობიექტებზე მისული სატვირთო მანქანებიდან იქნა გაშვებულ. კონტროლი განხორციელდა იქ დამონტაჟებული თანამგზავრული კომუნიკაციების მეშვეობით. "სტრატეგიული საავიაციო თვითმფრინავები Ту-95 და Ту-22 დიდი ხანია აღარ იწარმოება და მათი აღდგენა ვერ მოხდება", — ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინული მედია Pravda.ua წერს, რომ ოპერაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა, ხოლო გეგმას SBU-ს ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი ახორციელებდა და ოპერაცია ლოგისტიკური თვალსაზრისით უაღრესად რთული იყო.
"SBU-მ რუსეთში ჯერ FPV დრონები გაგზავნა, შემდეგ კი მობილური ხის სახლები. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დრონები სატვირთო მანქანებზე დამაგრებულ პატარა "სახლებში" იყო დამალული. საჭირო დროს, ეს პატარა "სახლების" სახურავები დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსული ბომბდამშენების დასაბომბად გაფრინდა", — ამბობს Pravda.ua-ს წყარო.
უკრაინული გამოცემა იმასაც წერს, რომ "ამ ისტორიულ სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანები დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან"
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ცნობით, "მტრის სტრატეგიული ავიაციის სავარაუდო ზარალი 7 მილიარდი აშშ დოლარია. მათივე ინფორმაციით, რუსეთის მთავარ აეროდრომებზე განლაგებული სტრატეგიული ფრთოსანი სარაკეტო მატარებლების 34% განადგურდა.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე დრონებით თავდასხმები განახორციელა
Telegram-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ რუსეთის 4 რეგიონში "ტერორისტული თავდასხმა" განახორციელა, მაგრამ ყველა თავდასხმა "მოიგერიეს".
"აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიიდან FPV დრონების გაშვების შედეგად, საავიაციო აღჭურვილობის რამდენიმე ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა", — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები