რატომ არ ახსენა ემის სამადლობელ სიტყვაში ნიკოლ კიდმანმა პირველი ორი შვილი
წელს, Emmy 2017-ის დაჯილდოებაზე, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში ნიკოლ კიდმანმა გაიმარჯვა. ეს ნიკოლის კარიერის მანძილზე პირველი ემია, რომელიც მას Big Little Lies-მა მოუტანა.
სცენაზე ასვლის შემდეგ სამადლობელ სიტყვაში ნიკოლმა თქვა:
"მეც [როგორც სელესტი] ვარ დედა და ცოლი. მყავს ორი პატარა გოგო, სანი და ფეიზი." - შვილები, რომლებზეც ნიკოლმა სიტყვის დროს აქცენტი გააკეთა ამჟამინდელი ქმრისგან, კიტ ურბანისგან ჰყავს და როგორც თქვა, ემისაც მათ უძღვნის.
"ამ ჯილდოს თქვენ გიძღვნით! მინდა რომ ეს ჩემი პატარა გოგოების თაროზე იდოს და როდესაც მას შეხედავენ, გაიფიქრონ, რომ ესაა მიზეზი, რატომ არ იყო ხოლმე დედა მათ გვერდით ძილის წინ", - დაამატა კიდმანმა.
ერთი შეხედვით, ეს სიტყვა ემოციური იყო (და ვაღიაროთ, იყო კიდეც), მაგრამ მაყურებელს და პრესას არ გამოჰპარვიათ, რომ როდესაც კიდმანი ორ შვილზე საუბრობდა, დანარჩენი ორი 24 წლის იზაბელა და 22 წლის კონორი, რომლებიც ტომ კრუზთან ქორწინების დროს იშვილა, დაავიწყდა.
ნიკოლის ამ საქციელს რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოდ მისი არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობაა, არაბიოლოგიურ შვილებთან.
ტომ კრუზი, იზაბელა და კონორი საიენტოლოგები არიან, ნიკოლი - არა.
საიენტოლოგია არის რელიგა, რომელიც ამერიკელმა მწერალმა რონ ჰაბარდმა შექმნა. მისი მიზანი კი ადამიანური შესაძლებლობების სრულყოფა და სულიერად ამაღლებაა. საიენტოლოგია აერთიანებს ფილოსოფიისა და სულიერი სრულყოფილების ტექნიკის ფლობასა და ისეთ სფეროებს, როგორიცაა მორალი, ეთიკა, განათლება, მართვის ტექნოლოგიები და სხვა. თუმცა ამავე რელიგიის ერთ-ერთი "ოქროს წესია", რომ მის მიმდევრებს არ უნდა ჰქონდეთ ემოციური კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მრწამსს არ აერთიანებს.
ამ "ოქროს წესის" დამსახურებაა, რომ შვილებმა ნიკოლ კიდმანზე უარი თქვეს.
მაგალითად, ცნობილი ამბავია, რომ 2006 წელს ტომ კრუზისა და ქეითი ჰოლმსის ქორწილში, კრუზის მეგობარმა კონორს ჰკითხა, თუ როდის ნახეს დედა ბოლოს, პასუხად კი მიიღო, რომ ნიკოლი საიენტოლოგი არ არის და შესაბამისად არ სურთ მათთან რაიმე სახის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ კიდმანი მათი დედაა.
2001 წელს, კრუზისა და ნიკოლის დაშორების შემდეგ კონორი და იზაბელა ტომთან დარჩნენ საცხოვრებლად, მაშინ ამის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ ნიკოლი საცხოვრებლად სამშობლოში, ავსტრალიაში გადავიდა, ბავშვებს კი ცხოვრება ლოს-ანჯელესში სურდათ.
წლების შემდეგ, 2010 წელს მსახიობმა ჟურნალ Hello!-სთან ინტერვიუში სულ სხვა მიზეზი დაასახელა.
"ისინი ტომთან დარჩნენ, ეს მათი არჩევანი იყო. მინდოდა ჩემთან დარჩენილიყვნენ, ჩემთან ეცხოვრათ, თუმცა როცა მათი არჩევანი სხვანაირი იყო, მე ვერაფერს შევცვლიდი", - თქვა კიდმანმა.
გასულ წელს კიდმანი ოსკარზე, ფილმ Lion-ში შესრულებული როლით იყო ნომინირებული, სადაც ის დელ პატელის პერსონაჟს იშვილებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში კი თქვა:
"ეს როლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი იყო, იმიტომ, რომ მეც ვარ დედა, რომელმაც ორი ბავშვი აიყვანა. მინდოდა ამ როლით მათთვის მეთქვა, რომ ცხოვრება ხანგრძლივი მოგზაურობაა, ბევრი დაცემითა და აღზევებით და რაც არ უნდა მოხდეს, მსურს იცოდნენ, რომ მე ისინი მიყვარს, მხარში ვუდგავარ და ყოველთვის მხარს ვუჭერ".
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები