აშშ-მ ჩინეთთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
ფოტო: The Guardian
აშშ-მ ჩინეთთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კვირას, 11 მაისს, ვაშინგტონის წარმომადგენელმა სავაჭრო მოლაპარაკებებში, ჯეიმსონ გირმა განაცხადა. მისი თქმით, დეტალები 12 მაისს გახდება ცნობილი.
ჩინურმა მხარემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგის ხელმძღვანელობით, ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.
მოლაპარაკებების შესახებ განცხადება თეთრმა სახლმაც გამოაქვეყნა. სადაც ნათქვამია, რომ აშშ-მ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანი პროგრესი" იქნა მიღწეული. მის პოზიციას მხარი დაუჭირა ჰე ლიფენგმა.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი მივაღწიეთ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარიელ მასპინძელს. შვეიცარიის მთავრობა კეთილგანწყობა გამოიჩინა ამ შესანიშნავი ადგილის შემოთავაზებით და ვფიქრობ, ამანაც განაპირობა ის, რაც ჩვენ ვნახეთ. დეტალებს ხვალ შეგატყობინებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო. ჩვენ გვყავდა ვიცე-პრემიერი, ორი ვიცე-მინისტრი, რომლებიც განუყოფლად იყვნენ ჩართულნი, ელჩი ჯეიმსონი და მე. გუშინ ღამით ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, ისევე როგორც ელჩ ჯეიმსონს და ის სრულად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასე რომ, ხვალ დილით ბრიფინგი გაიმართება", — აცხადებს ბესენტი.
გრირმა ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ "კონსტრუქციული დღე" იყო და "შეთანხმების მიღწევა შეძლეს".
"როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ეს იყო ძალიან კონსტრუქციული ორი დღე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამდენად სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა, რაც ასახავს იმას, რომ შესაძლოა განსხვავებები არც ისე დიდი იყო, როგორც შეიძლება გვეგონა. ამის მიუხედავად, ამ ორ დღეში დიდი სამუშაო ჩატარდა. უბრალოდ გაიხსენეთ, რატომ ვართ — შეერთებულ შტატებს აქვს 1.2 ტრილიონი დოლარის უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი, ამიტომ პრეზიდენტმა გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და დააწესა ტარიფები და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმება დაგვეხმარება ამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის მოგვარებისკენ სწრაფვაში", — განაცხადა გრიგმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავაჭრო დეფიციტის საფრთხის გამო.
სააგენტო AP-ის ცნობით, 10-11 მაისს მოლაპარაკებები მე-18 საუკუნის სალადინის ვილაში გაიმართა, რომელიც ჟენევის ტბას გადაჰყურებს. შავი მანქანების კოლონა ასევე შენიშნეს გაეროში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენლის, იურგ ლაუბერის სახლთან. მხარეებმა 10 მაისს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს, სანამ დაგეგმილ სადილზე წავიდოდნენ. დიალოგი მეორე დღესაც გაგრძელდა.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები